დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება
ავტორი:
2013/08/30 14:04:02
თბილისის მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, 2006 წელს რიყის ტერიტორიის საკონკურსო წესით გასხვისებისა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით, ბრალდების მოწმეებს მერიის, საკრებულოს, ასევე მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრები წარმოადგენდნენ. მათ უპასუხეს კითხვებზე, რამდენად შეესატყვისებოდა კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსო პირობებს, იყო თუ არა დადგენილი მიწის ფართი და რა იყო მათთვის ცნობილი რიყის ტერიტორიიის გასხვისებაზე, ასევე სხვა საკითხებზე. ბრალდების მოწმეებს დღეს სასამართლო პროცესზე წარმოადგენდნენ მერიის თანამშრომელი ლია მეღვინიშვილი, დავით იოსელიანი, ჯემალ სალაყაშვილი და ლევან ალაფიშვილი. მოწმეების დაკითხვამდე, დაცვის მხარემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე პროკურატურის მოწმის, ჯოზეფ ქეის სანდოობაზე დამატებითი მტკიცებულების დაშვების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ეს შუამდგომლობა ბრალდების მხარემ პროცესზე გააპროტესტა და განაცხადა, რომ მათი მოწმის ჯოზეფ ქეის წინასწარ დისკრედიტაცია ხდება, თუმცა მოსამართლე ჩხიკვაძემ დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ წარდგენილ დოკუმენტაციის სამართლიანობის გამოკვლევა სასამართლო პროცესზე მოხდება. დაცვის მხარემ მოსამართლეს ნიუ-იორკის უმაღლესი მოსამართლის გადაწყვეტილება წარუდგინა, ჯოზეფ ქეის, როგორც მოწმის სანდოობის შესახებ. გიგი უგულავას ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქმის ობიექტურ განხილვას შეუწყობს ხელს. დღევანდელ სასამართლო პროცესს " ნაციონალური მოძრაობის " წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს 11.00 საათზე განახლდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია