დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში 16 პირი მონაწილეობს
ავტორი:
2013/08/30 13:56:02
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსში 16 პირი მონაწილეობს. კონკურსის მონაწილე პირთა სია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სურვილი გამოთქვეს ლევან ქარაზანაშვილმა, სერგო შავგულიძემ, ნოშრევან ჟღენტმა, გიორგი ქილიფთარმა, ქრისტიანა გრიგორიანმა, ლაშა დვალიშვილმა, რატი სხირტლაძემ, გიორგი უთურაშვილმა, ზურაბ გორგაძემ, დავით თუთბერიძემ, გიორგი ჭოლაძემ, თეიმურაზ ღოღობერიძემ, სოფიო ხორგუანმა, არჩილ კუბლაშვილმა, გიორგი ზურაბაშვილმა და თამაზ ინაშვილმა. ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად 25 ივლისს გამოაცხადა.კომისიაში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 16 ივლისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. დღეის მდგომარეობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა კარლო კვიტაიშვილი, ხოლო წევრები არიან - სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია