დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ინგლისური ენის დისტანციური სწავლების კურსის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა
ავტორი:
2013/08/30 12:16:02
ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების კურსის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, 13 წარმატებულ კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილმა გადასცა."დისტანციური ინგლისურის სწავლების კურსი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" არსებულ ტრეინინგ-ცენტრ ELCML-თან თანამშრომლობით დაინეგა. ლევან სამადაშვილმა საზოგადოებივი ცენტრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ხელმძღვანელი რიტა პროკოპენკოც დააჯილდოვა. აღნიშნული კურსი უკვე ერთი თვეა ხორციელდება და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს სოფლიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეისწავლონ ინგლისური ენა", - აცხადებენ სააგენტოში.მათივე ინფორმაციით, სწავლების პირველ ეტაპზე ინგლისური ენის შესწავლის მსურველთა ტესტირება განხორციელდა. ტესტირების შედეგად, გამოვლინდა 13 სხვადასხვა ასაკის მსმენელი, რომლებმაც საპილოტე რეჟიმში მეორე საფეხურის დისტანციური სწავლების ერთთვიან კურსი გაიარეს. სწავლების ფარგლებში, კვირაში ორჯერ საათნახევარის განმავლობაში მსმენელებს ინტერაქტიულ გაკვეთილები უტარდებოდათ. კურსი ინგლისური ენის შესწავლის ოთხ ასპექტს – წერა, კითხვა, საუბარი და სმენა მოიცავდა."ერთთვიანი საპილოტე სწავლება წარმატებით დასრულდა, კურსის მონაწილეებმა შეძლეს ინგლისური ენის მეორე საფეხურის სერტიფიკატების მოპოვება და სწავლას სექტემბრიდან ინგლისური ენის მესამე საფეხურზე განაგრძობენ. წარმატებული პილოტირების შედეგად, სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, დისტანციური სწავლების კურსები სხვა საზოგადოებრივ ცენტრებშიც დაინერგება", - აღნიშნავენ სააგენტოში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია