დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ახალციხეში, სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ
ავტორი:
2013/08/29 13:13:02
ახალციხის სამხარეო პოლიციის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს , რომლის საფუძველზეც, დღეს დღის ბოლომდე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი უნდა დაბრუნდეს. ახალციხის პოლიციასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა რელიგიური უმცირესობის ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე მართლმადიდებლების. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოდერძი კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება არ შეცვლის მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მთელი მესხეთ-ჯავახეთი ფეხზე დადგება, გადაიკეტება ახალციხე-ადიგენის საავტომობილო მაგისტრალი და მინარეთს ჭელას მიმართულებით არ გაატარებენ. რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან შეკრებილ მუსლიმებს, ისინი ხელისუფლებისგან გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვენ და დღის ბოლომდე ადიგენის რაიონში მინარეთის ჩატანას ელოდებიან, მანამდე კი ბათუმის დატოვებას არ აპირებენ. სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია