დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უჩა ნანუაშვილი - მინარეთის დემონტაჟით მუსლიმი თემის შეურაცხყოფა მოხდა
ავტორი:
2013/08/29 11:36:02
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი არასწორი ფორმით განხორციელდა, რითაც საქართველოს მოსახლეობის მუსლიმი თემის შეურაცხყოფა მოხდა. "აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის დეტალური დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, მაგრამ მანამდე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ფორმით არ უნდა მომხდარიყო რელიგიური სიწმინდის ხელყოფა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სამართლებრივი არგუმენტები, იყო გარკვეული მტკიცებულებები და შეიძლება ითქვას, რომ გამოძიებას და იგივე საბაჟო სამსახურს ჰქონდა იურიდიულად აღნიშნულის უფლება, სამწუხაროდ, ასეთი ფაქიზი თემისადმი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო განსხვავებული, რისი გათვალისწინებაც ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ რელიგიური სიწმინდის ასეთ უხეშ ხელყოფას ასეთი პროტესტი მოყვებოდა. მთელი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის რეაქცია ბუნებრივი იყო, რადგან ამით საქართველოს მოსახლეობის მუსლიმი თემის შეურაცხყოფა მოხდა" , _ განაცხადა სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხეზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბარში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია