დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მთავრობას თავზე საყრელი აქვს ფული
ავტორი:
2013/08/29 09:15:02
საქართველოს მთავრობას თავზე საყრელი აქვს ფული და დენის ყიდვის პრობლემა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხელვაჩაურში განაცხადა, სადაც უკრაინული კომპანიის "Disk M"-ის კუთვნილ საწარმოს ესტუმრა. პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ იაკობაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ადგილზე გააცნო ის პრობლემები, რომელიც მათ ელექტროენერგიის შეწყვეტის შედეგად შეექმნათ. პრეზიდენტმა ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა, მხარში ამოუდგეს მეწარმეებს, რადგან წინა მთავრობის ინიციატივით, ხელვაჩაურში ინდუსტრიული ზონა სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ მსგავსი საწარმოები გახსნილიყო და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულიყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის უპირველესი საზრუნავი, ამ პრობლემის გადაჭრა უნდა იყოს."ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონა არის ერთ-ერთი, რაც ჩვენ შევქმენით. აქ ვგეგმავთ ბევრი სხვა საწარმოს გახსნას და ამის პერსპექტივა არსებობს. უბრალოდ ბოლო დროს ეს პრობლემა, დენის უწყვეტ მომარაგებასთან დაკავშირებით, მართლა არსებობს. მე აქ ვარ რამდენიმე დღეა და სახლში მაგალითად რამდენჯერმე დენი გაითიშა და ლიფტი ჩამოვარდა, გუშინწინ კაფეში ვისხედით და ორი საათი არ იყო დენი, სანთლის შუქზე ძალიან რომანტიული საღამო იყო, ჩვენ შეხვედრა გვქონდა და ცოტა ხელი შეგვიშალა ამ უშუქობამ, მაგრამ ჩემს თავს თავი დავანებოთ, ეს ხალხი აქ ცხოვრობს და უფრო სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. საქართველოს მთავრობას ჩვენ დავუტოვეთ, თავზე საყრელი აქვთ ფული. დენის ყიდვის პრობლემა მათ არ აქვთ. რაც დავუტოვეთ, მილიარდები, ეს მილიარდები დევს, ბევრი დახარჯეს, მაგრამ საკმარისია, რომ ერთი წელი მაინც არ ჰქონდეთ დენის ყიდვის პრობლემა. ჩვენ დავტოვეთ გამართული ელექტრომომარაგების სისტემა. ერთადერთი, რაც სჭირდებათ, რომ არ იყოს უწესრიგობა და ამ სისტემაში ქაოსის ელემენტების შემოტანა",-განაცხადა პრეზიდენტმა და მთავრობას მეწარმეების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია