დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია აშშ-ში ალექსანდრე ქართველის მუზეუმს ეწვია
ავტორი:
2013/08/28 16:57:04
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში მცხოვრები ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის მუზეუმს ეწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასასრულს, ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი ავიატორის მიერ შექმნილი ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ნიუ-იორკში, ლონგ აილენზე ქართველი ავიატორის საფლავიც მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ალექსანდრე ქართველი ყველაზე დიდი მოღვაწეა ამერიკის სამხედრო ავიაციაში. "ის აშშ-ის სამხედრო ავიაციის, სამხედრო დომინირების ფუძემდებლად ითვლება. მისი სახელის წამოწევა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კიდევ ერთი შეხსენება იქნება, თუ რა ღრმად მიდის ქართულ-ამერიკული მეგობრობის ფესვები", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, თბილისში ალექსანდრე ქართველის სახელობის მუზეუმის შექმნაა გადაწყვეტილი. როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, ქართული სახელმწიფოს ვალია ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ალექსანდრე ქართველის სახელი უკვდავყოფილი იქნას. ქართველ ავიაკონსტრუქტორს აშშ-ის სამხედრო და აკადემიურ წრეებში ავიაციის ლეგენდად მიიჩნევენ. ალექსანდრე ქართველის სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა, მათ შორის P-35, P-47, F-84, F-105 და A-10. ეს ის თვითმფრინავებია, რომლებსაც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კამპანიებში იყენებდნენ - II მსოფლიო ომში, კორეაში, ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში და ა.შ. ქართველი ავიაკონსტრუქტორის მიერ შექმნილი ერთ-ერთი სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი A-10 თჰუნდერბოლტ II ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში დღემდე გამოიყენება. ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) აშშ-ის ატომურ და "ნასას" პროექტებშიც იყო ჩართული. მან უდიდესი როლი შეასრულა აშშ-ის საჰაერო ძალების ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე განხორციელების პროცესშია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია