დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მარიამობას #5-ე ქალთა დაწესებულებაში მყოფი 28 მსჯავრდებული სახლში შეხვდება
ავტორი:
2013/08/28 09:30:23
მარიამობას 28 მსჯავრდებული ქალი, რომელიც სასჯელს #5-ე ქალთა დაწესებულებაში იხდის, სახლში შეხვდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც გუშინ #5-ე დაწესებულების პატიმრებს შეხვდა. ბესელია #5-ე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძესთან და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომისიის წევრები გუშინ #5-ე დაწესებულებაში 28 მსჯავრდებულ ქალს გაესაუბრნენ და ყველა მათგანის მოთხოვნა, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილეს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია