დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახალხო დამცველი სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
ავტორი:
2013/08/28 09:19:02
საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გუშინ ახალციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დაკავებული პირები მოინახულეს. "სახალხო დამცველის აპარატი საქმის დეტალების ყველა მხრივ შესწავლის შემდეგ საბოლოო შეფასებას გააკეთებს. თუმცა, იქამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველა მხარის მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება და ამასთან, მიიღოს ზომები მსგავსი დარღვევების აღსაკვეთად და ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ვფიქრობთ, დაუშვებელია და შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ დაკავებული პირების საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით განხორციელდება და სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნება საქმის ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული",-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია