დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - ბედის ირონიაა, რომ გირგვლიანის საქმეზე მხილებული ჩხიტუნიძე თვითონ გახდა საშველი
ავტორი:
2013/08/27 15:45:02
ბედის ირონიაა, რომ გირგვლიანის საქმეზე ამ ეტაპზე მხილებული ჩხიტუნიძე ახლა თვითონ გახდა საშველი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჩხიტუნიძის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ექსტრადიციას თავისი ვადები აქვს და მთავარი პროკურატურა ამ საქმეზე მუშაობს."მოკლევადიანი ექსტრადიცია არ არსებობს. იმისთვის, რომ საბერძნეთმა გადმოსცეს ესა თუ ის პირი საქართველოს, ამას აქვს დადგენილი ვადები, წესები და მთავარი პროკურატურა ამ საქმეზე მუშაობს. როგორც კი საბერძნეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა დაცული იქნება და საბერძნეთი ჩათვლის, რომ ჩხიტუნიძე შეიძლება გადმოეცეს საქართველოს, ის იქნება გადმოცემული. ჩვენი მოვალეობაა, მალე მივაწოდოთ ჩხიტუნიძის მამხილებელი მასალები საბერძნეთს და ამ მხრივ ვადებს დავიცავთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ ყველა ამჟამინდელ საჯარო მოხელეს მაგალითად ექნება ჩხიტუნიძის კარიერა, კარიერის დასასრული და ამჟამინდელი ბედი. "არაფერი არასოდეს ისე არ ჩაივლის. მისი სიცოცხლის დაცვა საბერძნეთის ციხეში ევალება საბერძნეთის სახელმწიფოს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მას აქვს მხოლოდ ორი საშუალება იმისთვის, რომ ჩხიტუნიძე დაბრუნდეს საქართველოში, მიეცეს პასუხისგებაში და თუ დადასტურდა ის, რაზეც გამოძიებას აქვს ეჭვი, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. ჩვენი საკონსულო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოინახულოს პატიმარი და ხელი შეუწყოს მის ჯანმრთელად ყოფნას ციხეში. მაგრამ, თუ არ ვცდები, მან თავად განაცხადა უარი საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე", - აღნიშნა წულუკიანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია