დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"საქართველოს გზა" სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
ავტორი:
2013/08/27 15:25:02
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე, თეიმურაზ მურვანიძე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. "ჩვენთვის, როგორც საუკუნეების მანძილზე ტოლერანტობით განთქმული ერისათვის, სრულიად მიუღებელია რელიგიური თემებით მანიპულირება, მითუმეტეს, ასეთი უხეში ფორმით, ეს არ არის ქართული ბუნება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, სატვირთო ავტომანქანებით როგორ ანგრევდნენ მართლმადიდებლურ ტაძარს, ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიის ირგვლივ დატრიალებულ ამბები და დღეს კვლავ გრძელდება მსგავსი ვანდალური ქმედებები, არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ კონფესიას შეეხება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები, რათა ხელი შეუწყონ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას და დაუყონებლივ განმარტონ რამდენად არის ეს საგადასახადო დანაშაული თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე," – აცხადებს მურვანიძე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია