დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაკისტანი „თალიბანთან“ მოლაპარაკების დაწყებას მხარს უჭერს
ავტორი:
2013/09/10 13:12:04
ცოტა ხნის წინ, პაკისტანის პოლიტიკური ლიდერები მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის წინადადებით გამოივიდნენ. „სი-ენ-ენ“-ის ინფორმაციით, ისლამაბადში გამართული კონფერენციის შემდეგ მათ რეზოლუცია წარმოადგინეს, სადაც საუბარია რომ „ტერორისტებისა და ექსტრემისტული ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლაში აქამდე გამოყენებულმა მიდგომებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო.“ ქვეყნის შინგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის ომარ ჰამის ხანის თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებს მაშინვე დაიწყებს, როგორც კი შესაბამისი ნიადაგი მომზადდება. პაკისტანის „თალიბანის“ წარმომადგენელი შაჰიდულად შაჰიდი ამ ნაბიჯს მიესალმა. პოლიტიკოსების მიერ მიღებულ რეზოლუციაში ამერიკის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებიდან განხორციელებული საჰაერო იერიშიბის შესახებაც არის საუბარი. აღნიშნული პოლიტიკოსებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნიეს და მათ მთავრობას ამ საკითხის გაეროში გატანის რეკომენდაცია  მისცეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები პაკისტანის გაღიზიანებას იწვევს და ამას ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ. თუმცა, უპილოტო საფრენი აპარატები ტერორისტებთან ბროძლის ერთ-ერთ ყველზე ეფექტურ საშალებად ითვლება, განსაკუთრებით ისეთ მთიან ადგილებში, როგორიც პაკისტანშია. „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ოფიციალური პაკისტანი ადრეც შეეცადა. მაგალითად, ეს მოხდა ყოფილ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის დროს.  ზავის მიუხედავად „თალიბანი“ თავდასხმებს აგრძელებდა. ორშაბათს გამართული კონფერენციის ორგანიზატორი ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი ნავაზ შარიფი იყო, რომელმაც პოლიტიკოსებს თამაშის შეწყვეტაზე და ქვეყანაზე ზრუნვისაკენ მოუწოდა:“ჩვენ კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ და ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, ამით მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას მოვუტანთ ზიანს,“-განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ „თალიბანთან“ სამშვიდობო პროცესის დაწყებას ავღანეთი და ამერიკაც უჭერენ მხარს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია