დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსთავის ახალი მერი საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს
ავტორი:
2013/08/27 14:50:02
რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯიქია მერიაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. როგორც ჯიქიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა , გრანდიოზული ცვლილებები არ მოხდება, თუმცა გადაადგილებები იქნება. ჯიქიას განმარტებით, ის რუსთაველია ამიტომ კარგად იცნობს ქალაქის პრობლემებს." ძირითადად განსახორციელებელია ინფრასტრუქტურული პროექტები. რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის განკარგულებით რუსთავს 2 300 000 ლარი გადაურიცხა, აქედან მილიონ ნახევარი ლარი დაეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გზების რეაბილიტაციას, 500 000 ლარი დაეთმობა ლეონიძის სკვერის რეაბილიტაციას. უახლოეს პერიოდში იგეგმება რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებაც. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სოციალურ პროგრამებს, კონკრეტულად გაგრძელდება უფასო მედიკამენტების დახმარების პროგრამა, ასევე ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულთა დახმარების პროგრამაც " -განაცხადა რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია