დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი - ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე
ავტორი:
2013/09/12 12:22:03
ბიძინა ივანიშვილი - ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით მხოლოდ ერთხელ ისარგებლა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი კერძო კომპანიას ეკუთვნის, მისი მეპატრონე გაიაშვილია და მან ამ კომპანიის მომსახურებით უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვისარგებლე.
"დღემდე ვსარგებლობ უცხოური კომპანიის მომსახურებით და ერთადერთხელ ვისარგებლე ქართული კომპანიის მომსახურებით, რადგან მათ რამდენჯერმე შემოგვთავაზეს და უარი უხერხული იყო. მე სახელმწიფო ფულით არ დავფრინავ, პირადად ვიხდი ყველა თვითმფრინავის ხარჯს, რომლითაც აქამდე ვსარგებლობდი და საზღვარგარეთ ვმოგზაურობდი. ასევე იყო ამ შემთხვევაშიც, ჩემი ფული გადავიხადე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართულ ავიაკომპანიასაც საათობრივი ღირებულება ისევე აუანაზღაურა, როგორც უცხოურ კომპანიას. "რა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს მხედველობაში ეს უკვე თქვენ გაარკვიეთ", - მიმართა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ ფრანგული ვერტმფრენების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ფრანგული წარმოების ვერტმფრენების შესყიდვაში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული.
პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ქართული მხარე ამ ვერტმფრენებს ყიდულობდა, დიმიტრი მედვედევის მთავრობა საფრანგეთს სანქციებით დაემუქრა და ამ შენაძენს ამიტომ სამოქალაქო სახე მიეცა.
"ახლა რომ ამბობენ სამოქალაქოა, თავისთვის უნდოდაო, სასეირნოდ უნდოდაო, საკატაოდ უნდოდაო სააკაშვილს, ცრუობენ. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები. სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი.
პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული ამის ყიდვაში ისევე, როგორც საფრანგეთის მაშინდელი ტრანსპორტის მინისტრი. მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც იყო საქართველოსთვის გარღვევა.
როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა ყველა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები, მოდი, გავარემონტოთ რუსულიო. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს და ეს დაჯდება ძალიან ძვირი. საქართველოს ახლა ვერტმფრენები ჰაერივით სჭირდება. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა. ახლახან ვიყავი მთაში. იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არაა, რომელიც ავა და გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს, ან გადაიყვანს ჯარის და პოლიციის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამასაც გვართმევენ. ბარემ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი, რაღაზე გვქვია მაშინ საქართველოს მთავრობა", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე გაიხსნა იმ თვითმფრინავის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლითაც ის მგზავრობდა.
"გახსოვთ, რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი ივანიშვილს და სხვებს თვითმფრინავზე, რომლითაც მე დავფრინავდი? თვითონ რომ ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში და დაფრინავს ყველა ოფიციალაურ ვიზიტზე, ეს როგორ აიხსნება? თვითონ აღარ უქმნის დისკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა თუ როგორ არის? ამ თვითმფრინავის ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება? ამიტომ, ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. დაანებეთ თავი იმას რაც არის და გააკეთეთ რამე ახალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია