დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რადიო "ჰერეთი" დღეს მაუწყებლობას შეწყვეტს
ავტორი:
2013/08/27 09:23:02
რადიო "ჰერეთის" თანამშრომლები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან დღეს მდუმარე აქციას გამართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჰერეთიდან" აცნობეს, ამ ფორმით კომისიის იმ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია არა - "ჰერეთს", არამედ "ენერჯი გრუპს" გადაეცა. რადიო "ჰერეთი" დღეს, 12:00 საათიდან, პროტესტის ნიშნად ერთი დღით მაუწყებლობასაც შეაჩერებს. "მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად სწორედ "ჰერეთის" მიერ წარდგენილ კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი, ამიტომ კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ჰერეთის" თანამშომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა", - აცხადებენ რადიოს თანამშრომლები.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია