დაისვენე კურორტ ახალდაბაში
27.08.2013
ავტორი:
2013/08/27 09:48:01
"ქართული ოცნების" მიერ საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტისთვის" დაკვეთილი წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს ექსპერტები სკეპტიკურად აფასებენ                                                 * * *"ქართული ოცნების" მიერ საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტისთვის" დაკვეთილი წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს ექსპერტები სკეპტიკურად აფასებენ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა ისაა, თუ ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, რადგან თუ ეს არ იქნება "ნაცმოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე, ეს პრაქტიკულად "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ განადგურებას ნიშნავს. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. მასში საქართველოს 11 რეგიონიდან 2028 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 53% ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილს აძლევს ხმას, 9% - დავით ბაქრაძეს, 7% - ნინო ბურჯანაძეს, 4% - შალვა ნათელაშვილს, 3% - სალომე ზურაბიშვილს, 1% - ნესტან კირთაძეს. გამოკითხულთა 3%-ს პასუხის გაცემა უჭირს, 10% კი პასუხზე უარს აცხადებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ არის კანდიდატი N2 / ექსპერტები გვირჩევენ, არჩევნებში მონაწილე ძალის დაკვეთილი კვლევის შედეგებს ბოლომდე არ ვერწმუნოთ."როდესაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემებს აქვეყნებს, ეს შედეგის ობიქტურობას გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს, რადგან მხარე თავადაა დაინტერესებული - ასეთია საერთო აზრი, რასაც პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას აფიქსირებენ. "ფსიქოპროექტის" დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ კვლევისას გამოკითხულთა ანონიმურობა სრულად იყო დაცული. მისი თქმით, გამოკვლევის მორიგი ტალღის ჩატარება სექტემბერსა და ოქტომბერში იგეგმება", - აღნიშნავს გამოცემა."ძალიან საინტერესო მეთოდი იყო, თანაც აპრობირებული. ჩვენ ასე ჩავატარეთ კვლევა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღეთ. მეთოდი იძლევა საშუალებას, რომ რესპონდენტთა ანონიმურობა გარანტირებული იყოს. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში - როცა ადამიანს ეკითხები, ვის აძლევ ხმას, ის თავის აზრს ცალკე ფურცელზე აფიქსირებს, ამ ფურცელს კონვერტში დებს, კონვერტს ლუქავს და შავ პაკეტში აგდებს. ეს აძლევს მას გარანტიას, რომ პასუხი ანონიმურია. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დადგენილი იქნა რესპონდენტების რაოდენობა და ჩატარდა პირისპირ გამოკვლევა. ეს არის პირველი ტალღა და კიდევ 2 ტალღა იგეგმება. ალბათ ერთი ჩატარდება სექტემბერში და შემდეგ - ოქტომბერში. გარკვეული კითხვები გამეორდება, რათა მოხდეს გადამოწმება და დინამიკის ნახვა, შეიცვალა თუ არა პასუხები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ფსიქოპროექტის" დირექტორი ზურაბ ბიგვავა."არ ვიცი, ამ ორგანიზაციას მსგავსი კვლევების ჩატარების რა გამოცილება აქვს, ან რა მეთოდოლოგია გამოიყენეს, მაგრამ ძალიან რთულია გაერკვე - ნინო ბურჯანაძე აიღებს მეორე ადგილს, თუ დავით ბაქრაძე. ვფიქრობ, ბურჯანაძეს მეტი შანსი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრია "ოცნების" გულაცრუებული მხარდამჭერი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო მასობრივად ბურჯანაძის მხარდამჭერად იქცა. მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით ე.წ. რადიკალური ამომრჩევლის პროცენტული რაოდენობა. თუ მათი რიცხვი მცირეა, მაშინ შეიძლება არჩევნებზე არავითარი გავლენა არ იქონიოს და ბურჯანაძე მართლა ვერ გავიდეს მეორე ადგილზე. ვიღაცას რომ გაეზომა რადიკალური ამომრჩეველი, ამის მერე შეგვეძლებოდა მეტ-ნაკლებად გარკვეული სურათი დაგვედო", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. "წესით, როცა ასეთი დაინტერესებული მხარე ატარებს გამოკითხვას, ცოტა არ იყოს მის მიმართ ნდობა დაბალია. საერთოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ნდობის მაღალი პროცენტით მაშინ სარგებლობს, როცა ვიცით, რომ ნეიტრალურია. რამდენად ობიექტურად ჩატარდა კვლევა - სწორედ ეს პრობლემა შეიძლება დადგეს. უნდა ვიცოდეთ, რა მეთოდოლოგია გამოიყენეს, სწორად დასვეს თუ არა შეკითხვები და ა.შ. მე პირადად ეს ორგანიზაცია პირველად გავიგე და შეიძლება მისი რეიტინგი ხალხისთვის დამაჯერებელი არ იყოს. ამ გამოკვლევას ეს სისუსტე ექნება, მით უმეტეს როცა ვიცით, რომ ერთ-ერთი მხარის შეკვეთითაა ჩატარებული", - დასძენს კორნელი კაკაჩია."მე არ ვფლობ ალტერნატიული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. აქედან გამომდინარე, არ მაქვს ფაქტობრივი მონაცემები, რომელსაც შეფასებისთვის დავეყრდნობი. ხალხის განწყობა მეტ-ნაკლებად ვიცი, ამიტომ ბაქრაძის მეორე ადგილს ფაქტობრივად გამოვრიცხავ და ეჭვს შევიტან ამ გამოკვლევის ობიექტურობასა თუ სუბიექტურობაში, თუმცა, ვერ დავასაბუთებ. განსაკუთრებით რეგიონებში არსებული განწყობის მიხედვით ჩანს, რომ ბურჯანაძეს გარანტირებული აქვს მეორე ადგილი. არ ვიცი, ეს კვლევა რაზე დაყრდნობით აქვეყნებს ამ მონაცემებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "სოციოლოგიური კვლევის დროს ძალიან ბევრ ფაქტორს ენიჭება მნიშვნელობა, ეს ფაქტორები საბოლოო შედეგზე მოქმედებს. მნიშვნელოვანია, როგორია გამოკითხულთა ველი, რამდენად რეპრეზენტატულია, რა ფორმითაა დასმული კითხვები და ა.შ. მნიშვნელობა აქვს ასევე, რა სეგმენტია გამოკვლეული, რადგან შედეგი რეგიონების მიხედვით განსხვავებული უნდა იყოს. ზოგადად, ზურა ბიგვავას ტენდენციურობაში ნამდვილად ვერ დავდებ ბრალს, ვერ ვიტყვი, რომ მისი რომელიმე კვლევა სუბიექტურობით გამოირჩეოდა", - თვლის ხათუნა ლაზაგიძე."არასწორად მიმაჩნია ვისაუბრო პოლიტიკური ძალების მიერ დაქირავებული კვლევითი ფორმების შედეგებზე, რადგან ეს გარკვეულ უხერხულობას ბადებს. მაგრამ თავისთავად არავითარი მოულოდნელობა არ იქნება იმაში, ბაქრაძე თუ გავა მეორე ადგილზე. არ ვიცი, ვინ ჩაატარა და როგორ, მაგრამ როდესაც გამოკითხვა ჩატარებულია არჩევნებში მონაწილე ძალის მიერ, ვინც უნდა იყოს, შედეგი ყოველთვის ეჭვქვეშ დგება. როდესაც პოლიტიკური ძალა კვლევას ატარებს და შემდეგ აქვეყნებს, ეს შეიძლება მხოლოდ პროპაგანდისტული კუთხით იყოს, ამიტომ შედეგების მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი უნდა გვქონდეს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გია ნოდია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია