დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ოქროს ნიჟარის" დასკვნითი გალა-კონცერტი 28 აგვისტოს გაიმართება
ავტორი:
2013/08/26 23:23:02
ბათუმის ხელოვნების ცენტრში პოპ-მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის, "ოქროს ნიჟარის" დასკვნითი გალა-კონცერტი 28 აგვისტოს გაიმართება. კონკურსის პირველი კონცერტი გუშინ, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ჩატარდა. მონაწილეებმა თავდაპირველად სიმღერები მშობლიურ ენაზე შეასრულეს, მოგვიანებით კი მსოფლიო ჰიტები იმღერეს. ამ დროის მონაცემებით, კონკურსანტთა შორის, საქართველოს წარმომადგენელი გიორგი შიოლაშვილი ლიდერობს, რომელიც ჯგუფ "ბზიკების" შემადგენლობაში მღეროდა და საბავშვო კონკურს "ევროვიზიის" გამარჯვებულია. დღეს კონკურსის მონაწილე ქართველმა და უცხოელმა კონკურსანტებმა ბათუმის მუზეუმი დაათვალიერეს, ბულვარში გაისეირნეს და პარკ "ციცინათელაში" იმხიარულეს. "ოქროს ნიჟარის" ორგანიზატორია საერთაშორისო საპროდიუსერო ცენტრი "სტარ მედია პროდაქშენი". ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსის მიზანი, ახალგაზრდა შემსრულებლებით პროდიუსერების დაინტერესება და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დამყარებაა. კონკურსში 5 ქვეყნიდან 11 ახალგაზრდა მონაწილეობს. ეს ქვეყნებია: საქართველო, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ბელორუსი. მონაწილეთა ასაკი 12-დან 17 წლამდე მერყეობს. კონკურსანტებს ხუთკაციანი ჟიური შეაფასებს, რომლის თავმჯდომარე "სტარ მედია პროდაქშენის" გენერალური დირექტორი ვიაჩისლავ დმიტრიენკო იქნება. ჟიურის შემადგენლობაში ასევე არიან: მომღერალი ანრი ჯოხაძე, ყაზახი პროდიუსერი დინა სმაილოვა, ჰოლივუდის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი ლატვიაში ლენა ლორენა სვილვე და ბელორუსი პროდიუსერი ოლგა ზინოვა. კონცერტებს ოთხი წამყვანი ქართულ და რუსულ ენებზე წაიყვანს. ღონისძიებებს გიორგი ღოთვაძე, ანასტასია ლებანიძე, როდიონ გრიბცოვი და რატი ჰაჯიმი წარუძღვებიან.კონკურსის გამარჯვებულები პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნიჟარებით, ასევე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ამასთან, ორგანიზატორები კონცერტებზე დასწრების შესაძლებლობას მზრუნველობა მოკლებულ, მიუსაფარ, დევნილ და ობოლ ბავშვებს მისცემენ. ფინალურ კონცერტს კი თბილისიდან ჩამოყვანილი 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი დაესწრება. მათ ტრანსპორტირებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.კონკურსის მედია პარტნიორები არიან: "პალიტრა მედია", "აჭარის ტელევიზია", რადიო "ფორტუნა პლუსი", "მიუზიქ ბოქსი" და "მყვიდეო.გე".კონკურსის პარტნიორები არიან აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და ბათუმის პორტი. "ოქროს ნიჟარას" სპონსორია ლუდსახარში "ზედაზენი", კომპანია "პეპსი" და ღვინის კომპანია "ბადაგონი".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1849
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია