დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბოლნისის გამგეობასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული მამაკაცი გაათავიუსუფლეს
ავტორი:
2013/08/26 22:33:02
ბოლნისის გამგეობასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული მამაკაცი გაათავიუსუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ ბოლნისის პოლიციის შენობასთან შეკრებილებმა აქცია შეწყვიტეს, თუმცა ისინი ხვალ საპროტესტო აქციას ხვალ, 09:00 საათიდან უკვე გამგეობასთან განაახლებენ. მათი განცხადებით, საკრებულოს თანამშრომლებსა და დეპუტატებს გამგეობის შენობაში არ შეუშვებენ.ბოლნისის საკრებულოს ცამეტმა დეპუტატმა დღეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მალხაზ ერაძე გადააყენა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე 15.00 საათიდან იმყოფებოდნენ. ისინი ერაძის გადაყენებას აპროტესტებდნენ. ასევე, კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ საკრებულოს სხდომაზე შეეშვათ. ერაძის მხარდამჭერები ცდილობდნენ გამგეობის შენობაში კარი შეემტვრიათ და სხდომაზე ისე შესულიყვნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შენობიდან საკრებულოს 13 დეპუტატი პატრულის დახმარებით გამოიყვანეს. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ და ელოდებოდნენ, სანამ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, მალხაზ ერაძის მხარდამჭერები გამგეობის შენობას არ დატოვებდნენ. საკრებულოს დეპუტატების გამოყვანა შენობიდან მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა გამგეობის შენობასთან კორდონი გააკეთეს, დეპუტატები კი ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანებით გაიყვანეს. პოლიციის დაცვის თანხლებით დეპუტატების გამოყვანას ინციდენტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებსა და დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან სამართალდამცავები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია