დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლეონიდ თიბილოვი – არ გვჯერა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ცხინვალის მიმართ პოლიტიკას შეცვლის
ავტორი:
2013/08/26 20:26:02
ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილების არ სჯერა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.თიბილოვის თქმით, ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკის შეცვლის ილუზია არავის გაუჩნდება. "ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოს პოლიტიკას და არ გვაქვს არანაირი ილუზია იმის შესახებ, რომ ისინი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი ხაზიდან გადაუხვევენ ივანიშვილის ან სხვა "ახალი ადამიანების" პირობებში", - განაცხადა თიბილოვმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის" მზადყოფნა 8 აგვისტოს გორში, სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა. ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საერთო ენის გამონახვა და დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია. "მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ თანმიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვან აღდგენას, მოვიკრებთ ძალას და შევძლებთ პატიებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც, უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვართ, გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისთვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებს და ოსებს ჩვენსკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს, რომ მათი სამშობლო საქართველოა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია