დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თსუ-ში კავკასიის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება
ავტორი:
2013/09/01 20:36:02
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მე–3 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში ხვალ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებაში 9 ქვეყნის 90 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. სიმპოზიუმის მიზანია, პოლიმერების და მოწინავე ქიმიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს დაეხმაროს წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, რომლებიც ზემოხსენებულ სფეროებში არსებულ პრობლემებს და აღმოჩენებს ეძღვნება. "სიმპოზიუმი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქართული და კავკასიური სამეცნიერო ჯგუფების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების წარმატებით გაცნობას შეუწყობს ხელს. შედეგად, ამას მოჰყვება პოლიმერული მეცნიერების განვითარება და იმ პრობლემების მოგვარებას დაეხმარება, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას. კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო კავშირებს და ერთობლივ კვლევებს", - აცხადებენ თსუ-ში. სიმპოზიუმი 4 სექტემბრამდე გასტანს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია