დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ადიგენში მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ავტორი:
2013/08/26 16:32:03
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟი მიმდინარებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ აცნობა. ტარიელ ნაკაიძის თქმით, დემონტაჟს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელებს და ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. "დემონტაჟს ახორციელებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები, რომლებიც მეჩეთის ტერიტორიაზე მუსლიმ მრევლს შესვლის საშულებას უზღუდავს. შეკრებილია საკმაო რაოდენობის ხალხი. მოვუწოდებ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სამლოცველოსთან არსებული მინარეთის დემონტაჟისგან", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ. ამასთან, როგორც ტარიელ ნაკაიძემ განმარტა, საქართველოს მასშტაბით მეჩეთებთან არსებული მინარეთები კანონდარღვევით არის აშენებული."საქართველოს მასშტაბით, მეჩეთებთან არსებული მინარეთები არის კანონდარღვევით აშენებული. საქართველოში მინარეთის მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონი არ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვერდს ვუვლით კანონს, ჩვენ მზად ვართ, სამართლებრივ ჩარჩოში მოვიყვანოთ არსებული მშენებლობა", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ. სოფელ ჭელაში მინარეთი თვენახევრის წინ აშენდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1686
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია