ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ, რის მიზეზედაც მძღოლები ავტობუსებისათვის შექმნილ რთულ მდგომარეობას ასახელებენ. როგორც ისინი ამბობენ, მგზავრთა სიმცირის, ასევე დაბალი მგზავრობის ღირებულები გამო, შემოსავალი ხარჯებს ვერ ასწორებს.
მათი მოთხოვნა მგზავრობის ღირებულების გაზრდა და ასევე - ავტობუსების ნაცვლად, მიკროავტობუსებით მუშაობის ნებართვის მიღებაა.
მძღოლების პრეტენზიებს არ იზიარებენ ქუთაისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში და ბრალდებებს თავად მძღოლების მისამართით გამოთქვამენ. სამსახურის უფროსის, ნესტორ კეპულაძის განცხადებით, მძღოლები თვითნებურად ახდენენ არსებული წესდების დარღვევას, რის გამოც მას აქვს უფლება, სანებართვო უფლებები ჩამოართვას გაფიცულ მძღოლებს. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულების გაზრდის მოთხოვნას, კეპულაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისში მგზავრობის ღირებულება მართლაც დაბალია, თუმცა გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური, ეს საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, რომ მძღოლების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ psnews.ge გასულ კვირაშიც წერდა.