დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ჩამოიყვანა დიმიტრი კოპალიანი და რა კავშირი აქვს თენგიზ თოფურიძეს „ნაციონალებთან“
2013/07/16 13:57:41

ქუთაისელი სევარიონ(ფირუზ) კინწურაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით განცხადებას ავრცელებს და იმ  პარტიამონაცვლე სახელ-გვარებზე ესაუბრება, რომელებიც  არცთუ მაღალი ჩინის გამო დაუსჯელები რჩებიან, რადგან დასავლეთი არ გაღიზიანდეს, არადა ისინი  მოსახლეობის არანაკლებ გაღიზიანებას იწვევენ, ვიდრე  ე.წ. „ნაცისტები".

კინწურაშვილი ქუთაისის მერიაში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმიანება და ქუცნაშვილს მოუწოდებს, ახლადდანიშნულ მერს, დიმიტრი კოპალიანს, ყოფილი „ნაციონალები“ თოფურიძის მეთაურობით ჩამოაშორონ.

შეგახსენებთ, რომ სევარიონ (ფირუზ) კინწურაშვილი იყო საქართველოში ჩამოსული სანდრა რულოვსის პირველი მასპინძელი იყო, ამიტომაც კინწურაშვილი აცხადებს, რომ  სააკაშვილის აღზევებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

 

psnews.ge ზაქარია ქუცნაშვილისათვის გაგზავნილ კინწურაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

საქართველოს პარლამენტის ,,ნაცისტურ დანაშაულებრივ რეჟიმთან’’

კოჰაბიტაციაში მყოფი ,,ქართული ოცნების’’ ფრაქციის

თავმჯდომარეს ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს

,,ნაცისტური დანაშაულებრივი რეჟიმის’’ მიერ რეპრესირებული

01.03.2004 წლიდან და მუდმივი დისკრიმინაციის ქვეშ მყოფი,

ყოველგვარ ადამიანურ უფლება-აყრილი ადამიანის,

მცხოვრები ქუთაისში, სოლომონ  II ქ. 34

სევარიონ (ფირუზ) კინწურაშვლის

 

განცხადება

 

ბატონო ზაქარია მადლობელი ვარ, რომ ვეღირსე პირველ პასუხს ყველა იმ განცხადებებზე, რომლებითაც მივმართე ჩვენი რჩეული პარლამენტის წევრებს, თუმცა დაგასწროთ ჩიორა თაქთაქიშვილმა და ბუნებრივია მასაც მადლობა გადაუხადე, რადგან არ ყოფილა ისეთი ,,კაპასა’’ და ,,კახპა’’, როგორიც ტელევიზიიდან მოჩანს. Eახლა მე არ დავიწყებ თქვენთვის მორალის კითხვას, თუმცა გულწრფელ რჩევას მოგცემთ, აუცილებლად წაიკითხეთ ჩემი ყველა წერილი და დარწმუნდებით ჩემი წინა განცხადების მართებულობაში, თუ ამ განცხადებებს შეუცვლით ადრესატებს ე.ი. ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ ,,ქართული ოცნებისაკენ’’ და ასევე შეუცვლით გვარ-სახელებს, გამოვა დღევანდელი მთავრობის საქმიანობის ამსახველი ფაქტები, მხოლოდ დროისა და სივრცის განსხვავებით.

ბატონო ზაქარია!  მე ნელ-ნელა დავალაგე დოკუმენტები და უკვე ვამთავრებ, თუმცა არ ვჩქარობ, ველოდები როდის იქნება თქვენს პასუხში მოხსენებული ,,კომპეტენტური ორგანოები“ ჩამოყალიბებული და შედგენილი ,,კომპეტენტური პირებისაგან’’ რადგან ვისზედაც „ეჭვი’’  მქონდა რომ „კომპეტენტური’’ იყო! უბრალოდ არ გაამართლა, შესაძლოა ისინი უფრო მეტი კომპეტენტურებიც არიან ვიდრე წარმომიდგენია, მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ისეთ კომპეტენტურობას, რომელიც იხმარება შერჩევით. მე გეტყვით სიმართლეს, თუUდაიჯერებთ! სააკაშვილი არ იყო ასეთი მონსტრი ადრე, მაგრამ მის განვითარებას და ჩამოყალიბებას სადისტად ხელი შეუწყო მისმა გარემოცვამ, იმედია თქვენ ყველანი ერთად და ცალ-ცალკე ,,ოქროკაცისაგან’’ არ შექმნით მომდევნო მონსტრს, ის არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას, ნუ დაუთმობთ უცხო ძალებს და მათ მარიონეტებს საქართველოში მის თავს. მე ძალიან ცოტა, თითქმის თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მეგულება დღეს ხელისუფლებაში (პარლამენტში) რომელსაც ვენდობი და პატივსვცემ, ან ვცემდი პატივს, ასეთებია ბატონები: ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე, კობა დავითაშვილი, გედევან ფოფხაძე, კარლო კოპალიანი, სოსო ჯაჭვლიანი, გია ცაგარეიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე, ვიქტორ დოლიძე, ქალბატონები: ელისო ჩაფიძე, გუგული მაღრაძე, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია.

ბატონო ზაქარია ეხლა კონკრეტული ფაქტების შესახებ მოგახსენებთ და მოგაწვდი შესაბამის დოკუმენტებს, თუმცა ყველა საქმის მასალებს ვერ გაწვდით ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ ბევრია დაგროვილი 9 წლიანი ბრძოლის შედეგად და მეორეც, მართლა ძალიან მიჭირს ეკონომიურად, გავყიდე ყველაფერი რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, ადამიანი უბრალოდ მშიერი ვერ ცოცხლობს, ამ ბოლოს ერთი მანქანა დამრჩა ამერიკული ფორდი ,,ტაურუსი’’ ვერ გავარემონტე და ვაბარებ ჯართში, ველოდები ჯართის ფასის მომატებას, რომელიც ხელოვნურად დააგდეს. დავიწყებ შენით ბატონო ზაქარია!

  1. ა) ჩვენ გვყავდა საერთო მეგობარი (ჩემი მოგვარე), რომელსაც ვერ დაეხმარე მიუხედავად თქვენი რეკომენდაციისა. აქედან სხვადასხვანაირი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა შედეგია ერთია, შენს ავტორიტეტს შეერყა სიმტკიცე. ჭკვიანი ადამიანი მომავალს აწმყოთი არეგულირებს და ანმტკიცებს, იმედია დამეთანხმებით ამაში.

ბ) პირველად რამოდენიმე თვის უკან მოგიტანეთ 80 ფურცელი მასალები განსჯისათვის, რომელიც ხელზე გადავეცი თქვენს წარმომადგენელს, არსაიდან ხმა არსით ძახილი! შემდეგ უკვე ოფიციალური განცხადებით მოგმართეთ თხოვნით, რისთვისაც გულწრფელად მადლობელი ვარ, მაგრამ შედეგი იგივე დადგა. მე იმ განცხადებებით მინდოდა ქუთაისისათვის ძველი ნაცადი ხერხით არ ესარგებლათ, მაგრამ თქვენ გაითვალისწინეთ, სხვამ არა, ანუ ირაკლი მელაშვილმა და ნოდარ ხადურმა ისარგებლა თანამდებობით და ჩამოიყვანა ამერიკიდან 23 წლის წასული მერი. მათმა გაუწია ამ კაცს დათვური სამსახური, გაწირეს სალანძღავად პატიოსანი კაცი, ეს კიდევ ვერავის უშვებს სახლში. მე კიდევ მიწყვია საქმეები (მასალები) და არ შემაქვს კომპეტენტურ ორგანოებში, რადგან დიდი სურვილის მიუხედავად ვერსად მივაგენი ასეთს, შენ კიდევ გეშინია ვინმეს რეკომენდაცია გაუწიო, თუ დარწმუნებული ხარ მის კომპეტენციაში და 1 ოქტომბრის შემდეგ ხართ სულ თავის მართლების რეჟიმში.

გ) ჩემი განსაკუთრებული თხოვნაა! თქვენ ყველანი თუ არ დამეხმარებით ეხლა მაინც, როდესაც მანდატებით აღიჭურვეთ – ხელს მაინც ნუ შემიშლით. მე პირადი მტერი მყავს სისტემა და ვებრძვი სისტემას თუ მართლა კომპეტენტური და პასუხისმგებლობის მქონე პირი შეისწავლის ჩემს მასალებს, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს 1992-2003 და 2004-2012 წლების შესაბამისად, დამტკიცდება მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, რომლის თანამონაწილე და ცოცხალი ფაქტობრივი მტკიცებულება ვარ მე, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა რომელსაც ვამხელ მე არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია – სინდიკატი და არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ეს არის თავისი მმართველობის ფორმით ,,აპარტეიდი’’ სადაც ერთი მუჭა ნაძირალა იკმაყოფილებს თავის ველურ ინსტიქტებს და მმართველობის ფორმას განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც არის მტკიცებულებათა ერთობლიობა და არა რომელიმე ერთი ფაქტი. თქვენ აცხადებთ; რომ შეიცვალა მიდგომები (მე ვერ ვხედავ) ეს განცხადებები კი უფრო მოვალეობის მოხდას წააგავს, მაგ: მიცვალებულს რომ უხდიან მეორმოცე დღეს, წლის თავს და ა.შ. შველის მიცვალებულს?

  თქვენ აცხადებთ; რომ არ ერჩით დაბალი და საშუალო დონის  ჩინოვნიკ ნაცისტებს და ვერ ამჩნევთ რომ იმაზე უარესად აღიზიანბთ ხალხს ვიდრე იგივე ნაცისტები, დღეს რომ იცოდებენ თავს. როგორ ფიქრობთ ძალიან მაინტერესებს! ვის უნდა ეცემა სასიკვდილოდ ჩემი შვილები? მიშას, ვანოს და ზურიკოს? ე.ი. პრეზიდენტი, შ.ს. მინისტრი და გენერალური პროკურორი უნდა ჩამოსულიყვნენ და ეცემათ ჩემი შვილები პირადად. არა ჩემო კარგო არ მსჯელობთ სწორად, ხოლო ამის მიზეზი თქვენი ყველასი არის თვითიმედოვნება და ერთმანეთისადმი უნდობლობა, ანუ მოლოდინის რეჟიმი- ვინ რომელი ჩაუშვას ბიძინასთან რაც ღუპავს ,,სახელმწიფოს’’ რომელიც არა და არ შედგება ასეთი პოლიტიკოსების მიზეზით, ერთი რაღაც თქვა კობა დავითაშვილმა და კინაღამ ჩაქოლა მთელმა პარლამენტმა. მე გეტყვით სიმართლეს და თუ ვაჟკაცი ხარ მისმინე მაინც.

  1. მე წინათაც გწერდით, რომ განსხვავებას ვერ ვხედავ გვარ-სახელების გარდა ძველ და ახალ ხელისუფლებას (პარლამენტს) შორის, ისიც მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე, ქვემოთ  ყველაფერი უცვლელია, ე.ი. თქვენი საქმე აიწყვეთ და ეხლა იმის გამო, რომ ამერიკელმა და ევროპელმა პიდარასტებმა საყვედური არ გითხრათ, ჩვენც უნდა დავიწყოთ პიდარასტობა? სხვას აბა რას აკეთებდნენ ნაცისტები? ანადგურებდნენ ყველაფერს ქართულს. თქვენ ბატონო ზაქარია! თქვენ! დუმხართ მხოლოდ! ეს უფრო მეტი დანაშაულია.

 გთხოვ ნუ გაგიკვირდება და ნუ მიწყენ ჩემი ასეთი ტონის გამო. მე შენგან მწყინს შენი წარომავლობისა და ოჯახიშვილობის გამო, თორემ გოკას, აკოს, გივიას და სხვა ნაძირალებს სულიც გაძრობიათ, ისინი არ მივიტანო გულთან ახლოს. ისე ცუდი არ იქნებოდა შეხვედრა და გასაუბრება, რომელიც უფრო მეტ სარგებელს კარგი გაგებით შენ უფრო მოგიტანს ვიდრე მე, რადგან მე მიმავალი ვარ და შენ მომავალი. ჩემთვის ეს შეღავათია, რომ უკვე 10 000 ფურცელს გადააჭარბა ალბათ ჩემმა წერილებმა ამ არასრულ 10 წელიწადში. აღარ შემიძლია ერთი და იგივეს წერა რამოდენიმეჯერ. არავინ კითხულობს და თუ წაიკითხავს საუკეთესო შემთხვევაში თაროზე შემოდებს. და-ვი-ღა-ლე!!! შემეკითხეთ და გიპასუხებთ! თუ წაიკითხავთ თანდართულ მასალებს დარწმუნდებით რომ ვიმყოფები დისკრიმინაციულ პირობებში, ვარ რეპრესიების მსხვერპლი და ეს არ ხდებოდა ერთი კაცის მიერ, ეს ხორციელდებოდა მთელი პარტიული იერარქიის მიერ და ამას ეწოდება სისტემური დანაშაული, თქვენ ვერ მონახავთ საქართველოში სხვა ისეთ ადამიანს, რომლის მიმართაც განხორციელებული დანაშაულით შეძლოს გამოძიებამ სისტემური დანაშაულის გამოკვეთა, მე მარტო განვიცადე ის, (გარდა სექსუალური ძალადობისა, სიკვდლისა და პირადად ჩემი ცემისა), რაც განიცადა ყველამ ერთად.

  ბატონო ზაქარია, არ ვიცი დღეს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, მათ პოლიტოლოგებს და ექსპერტებს რამდენად ჰყოფნით კომპეტენტურობა, რომ ნაცისტური რეჟიმი დაადანაშაულონ სისტემურ დანაშაულში, რადგან რამოდენიმე ათეული, ასეული, თუ ათასეული ადამიანის მიმართ ცალ-ცალკე ჩადენილი დანაშაულის დამტკიცებით, თანაც სხვადასხვა დროში, მაინც დატოვებს ეჭვის საფუძველს, მის უტყუარობაზე იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მყარი გარანტია დაზარალებულის მედეგობაზე, რომ გარკვეულ მომენტში არ შეცვლიან ჩვენებას დოლარის სასარგებლოდ, რადგან ძალიან დიდი სიმძიმე არის სასწორის იმ პინაზე, რომელზეც სისტემური დანაშაული დევს. მე ვარ ერთადერთი ადამიანი რომელსაც შეუძლია არა მარტო დაამტკიცოს სისტემური დანაშაული, არამედ აუწყოს კიდევაც მსოფლიოს, როგორც 2004 წელს მოხდა ქუთაისში და მთელმა მსოფლიომ გაიცნო ნაძირალა დავით მუმლაძე, როგორც მოღალატე და არა კაცი, თუმცა საქართველოში მაშინ არავის პირიდან არ ამოსულა არც ერთი სიტყვა ქუთაისელების მხარდასაჭერად. ქუთაისი ყოველთვის ყველაფერს იმახსოვრებს. გთხოვ გაითვალისწინო და გადასცე მათ ვინაც მოიყვანა დიმიტრი კოპალიანი, დაუდგნენ გვერდით და მოაცილონ ის ნაგავი, რომელიც დარჩა ნაცისტებს თოფურიძის მეთაურობით, რადგან მაქვს წინათგრძნობა, რომ მას ქუთაისი ვეღარ აიტანს, ის ხომ ყველას მოერგო, იმ დროს როცა სიტყვისა და საქმის კაცები თავიანთ ნერვებს ასკდებიან, ქუთაისელებს ნუღარ გვახვევენ თავს თავიანთ სურვილებს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს კისერზე გადადის, კიდევ ერთხელ გთხოვთ მოაცილონ აქედან ძველი ნაგავი ბატონმა ხადურმაც და მელაშვილმაც წაიყვანონ სახლში თუ უნდათ პატივისცემა. შენ! შენი კაცობიდან გამომდინარე ვალდებული ხარ ან აუხსნა შენს კოლეგებს რა უფრო მომგებიანია და რა არა მათთვის, ანუ ყველასთვის, რადგან ერთ ღორს ასი ღორის გასვრა შეუძლია, ხოლო ქუთაისელ  ნაცისტ- პატრიოტებს მე მოვუვლი ამაზე აღარ შეგაწუხებთ, ისინი თითქმის ყველა ავტოქარხნის NN2 დაწესებულების მომავალი ბინადრები არიან, რადგან ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ პროკურატურისათვის მასალების გადაცემაზე. რომელიც ითვალისწინებს ს.ს.ს.კ. 332 მუხლის, 333 მუხლის. 339’ მუხლის,342 მუხლის, 355 მიხლის, 376 მუხლის, 409 მუხლის 205’ მუხლის 194 მუხლის, 194’ მუხლის – შესაბამის დანაშაულს.

  ბატონო ზაქარია! ქალბატონ ბესელიას ბოლო განცხადება გაუგზავნე 28.05.2013. სადაც მოვითხოვდი დოკუმენტების უკან დაბრუნებას (სულ 270)  როგორ მოვიქცე აღარ ვიცი! სასამართლოს მივმართო? ის დოკუმენტები თაროზე მეც ხომ მეწყო! გთხოვ სულგრძელად მომიტევოთ მეტის ნერვები აღარ მაქვს, ამდენი, არ მინერვიულია 9 წლის მანძილზე, რაც ვინერვიულე დღევანდელი ,,ოპოზიციის’’ შემხედვარე 9 თვეში!

P.S.  ბატონო ზაქარია, ვიდრე შეისწავლიდეთ ჩემს მიერ შემოტანილ დოკუმენტებს, მანამ მაქვს ერთი განსაკუთრებული თხოვნა და თუ ამ თხოვნას შეასრულებთ დროულად დავრწმუნდები, რომ საბუთების შესწავლას და სათანადო რეაგირებას გულისხმიერად მოეკიდებით, ანუ არ გადაუგზავნით ვინმეს თაროზე შემოსადებად, როგორც გააკეთა ბეჟაშვილმა თავის თაროზე. კითხვები მდგომარეობს შემდეგში:

შეკითხვა:  2004 წლამდე ვეკუთვნოდი ,,საშუალო ფენას’’ მყავდა ოთხი ავტომანქანა, ვეწეოდი მცირე ბიზნესს ავტო-სათადარიგო ნაწილებით, არ მიჭირდა-ვეხმარებოდი ყველას ვისზედაც მიმიწვდებოდა ხელი, არასოდეს არ მიმიღია არავისგან ფინანსური დახმარება (ე.წ. ,,გრანტი’’), 1995 წლიდან 2004 წლამდე ყველა ღონისძიებას ვაფინანსებდი საკუთარი ხარჯებით, რომელიც დაკავშირებული იყო ე.წ. ,,დასავლური განათლების მქონე’’, ,,დემოკრატიულად მოაზროვნე“ და „პოსტ-საბჭოური ბოლშევიკური სისტემის’’ ალტერნატიული ძალის მოსვლასთან ხელისუფლებაში და ამას ვაკეთებდი უანგაროდ ენთუზიაზმის ხარჯზე, რაც განპირობებული იყო ჩემი ოჯახისა და სანდრას ურთიერთობის მიზეზით, რადგან ის ჩემმა ოჯახმა მიიღოO როგორც შვილი და აქედან გამომდინარე არავის უნდა გაუკვირდეს, რომ მე ვენდობოდი მას და ბუნებრივია მის მეუღლესაც. Eე.ი. მე როგორც ადამიანს დიდი წვლილი მიმიძღვის მ. სააკაშვილის აღზევებაში 1995-2003 წლებში, ანუ 9 წელი მე, ჩემი ოჯახი, ჩემი ნათესავები, ჩემი მეგობრები და მათი ოჯახები, საკმაოზე მეტი რაოდენობა ადამიანებისა ვემსახუერბოდით იმ იდეალს, რომელიც ითვალისწინებდა სისტემის შეცვლას, ახალი დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინების, ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესობის და სოციალური თანასწორობის გარანტირებულად გათვალისწინებას და დამკვიდრებას, მივიღეთ აპარდეიდის ფორმის პლუტოკრატიული სისტემა, სადაც ბატონობს აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც მიიტაცა ასევე ძალადობის გზით. ჩვენ ბუნებრივია დავისაჯეთ ჩვენი უმეცრებისათვის ზუსტად იგივე 9 წლით, მაგრამ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ჩვენ აღარ მოვისურვოთ იგივე უმეცრების გამეორება.  ცოტა დიდი შეკითხვა გამომივიდა, მაგრამ ეს მორალური მხარე გაჩვენეთ ეხლა კითხვა ასეთია: ვართ თუ არა ჩვენ (მე) დამნაშავე, რომ დაუჭირეთ მხარი ე.წ. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’ და შემდეგ განვიცადეთ სასტიკი რეპრესიები?

 ბატონო ზაქარია კატეგორიულად მოვითხოვ ამ ერთად-ერთ კითხვაზე ოფიციალურ პირდაპირ პასუხს „დიახ“ ან „არა“, რადგან ვიმოქმედოთ თქვენი პასუხის შესაბამისად.

გფარავდეთ მაღალი ღმერთი.

პატივისცემით:  ხელმოწერილია გაგზავნილია სევარიონ (ფირუზ) კინწურაშვილი        

15.07.2013

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია