დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს
2013/07/03 17:39:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის სახელწოდებაა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში“.

 პროგრამა მიზნად ისახავს განათლების ეროვნული მოდელის შექმნას საქართველოში განათლების საჯარო სექტორისთვის. ამ მიზნით იგეგმება:

  • სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების  მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა;
  • სამიზნე ჯგუფების ბავშვების იდენტიფიცირება საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით;
  • საგანმანათლებლო რესურსების ნუსხის შედგენა თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის;
  • ეროვნული მოდელის  სადისკუსიო დოკუმენტის შექმნა.

პროგრამა საფუძველს შეუქმნის სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის სისტემურ მიდგომას და ჩამოაყალიბებს სოციალურ და საგანმანათლებლო პოლიტიკას საზოგადოებაში მათი ეფექტიანი ინტეგრაციისთვის.

ახალი პროგრამა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა.

პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია