„შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2 -ის გადაცემა “პოზიციაში” სკანდალური განცხადება გააკეთა.
“აღმოჩენილია დამატებით კიდევ ოთხი კასრი, იგივე რეგიონში, ეს დღეს მოხდა და უკვე ორშაბათს იქნება ცნობილი დამატებითი ინფორმაცია, ჩვენს ოპონენტებს ეს ძალიან გაახარებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები საგულდაგულოდაა დაცული და გამორიცხულია, მსგავსი პრეცენდენტი განმეორდეს ,რაც ერთხელ უკვე მოხდა მისი მოადგილის, გელა ხვედელიძის შემთხვევაში. ყველა პირი, ვინც სისტემის შიგნით მსგავს რამეს ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრი.