დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სია - ხელი­სუფ­ლების „საჯილ­დაო ქვა“
2012/11/26 12:56:38

პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სი­ის დად­გე­ნა სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნომ 5 დე­კემბრი­სათ­ვის გა­და­დო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმ სი­­ში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­­ნის უფ­ლებათა კო­მი­ტეტ­მა გა­ნიხილა და 184 პი­რი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად, 22 კი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლად მი­იჩ­ნი­ა, ყვე­ლა პო­ლიტ­მა­ტი­მა­რი არ იყო შეყვა­ნი­ლი. პო­ლიტ­მა­ტიმ­რების სა­კითხის  ორი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ სა­მუ­შაო ჯგუ­ფის და­ტო­ვებამ კი­დევ უფ­რო გა­ამ­წვა­ვა.

 

 

2012 წლის 1 ნო­ემბერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა დაც­ვის და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­თან შე­იქ­მნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რებულ და დევ­ნილ პირ­თა სა­კითხების შემ­სწავ­ლე­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი.  აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი და­კომ­პლექ­ტდა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოების წარ­მო­მად­გენ­ლების­გან. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია და „კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხლი,“  სხვა ორ­გა­ნი­ზა­ციებთან ერ­თად, შე­ვი­და ამ ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლობაში. მოგ­ვი­ა­ნებით, სწო­რედ ეს ორ­გა­ნი­ზა­ციები გა­მო­ვიდ­ნენ ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლობიდან. მა­თი განცხადებით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რი­სა და პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭება ჯგუ­ფის მი­ერ ნაჩ­ქა­რე­ვად, დე­ტა­ლუ­რი განხილ­ვის გა­რე­შე ხდებოდა, ამი­ტომ აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ზე ისი­ნი პა­სუხის­მგებლობას ვერ აი­ღებდნენ.

„სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მუ­შაობისას გა­მოვ­ლინ­და არა­ერ­თი პრობლე­მა, რომ­ლებიც ხელის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა ჯგუ­ფის ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შაობისათ­ვის. სა­მუ­შაო ფორ­მა­ტი და ვა­დები არ იძ­ლე­ო­და სა­კითხის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებლობას. ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია და „კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხლი“, მი­ვიჩ­ნევთ, რომ  ჯგუფ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დოს და­საბუთებული, ობიექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ციები თი­თო­ე­უ­ლი საქ­მის შე­სახებ, რა­თა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ზე­და­პი­რუ­ლი შე­ფა­სებები, უზუს­ტობები და უსა­მარ­თლო მიდ­გო­მები. ეს შე­თა­ვა­ზება არ გუ­ლისხმობდა ყვე­ლა საქ­მის მა­სა­ლის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას და პრო­ცე­სის წლების გან­მავ­ლობაში გა­ჭი­ა­ნუ­რებას, არა­მედ იმ აუ­ცი­ლებელი სა­მარ­თლებრი­ვი დო­კუ­მენ­ტების შე­ფა­სებას, რაც აუ­ცი­ლებელი იყო პი­რი­სათ­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებლად. მიუხედა­ვად ჩვე­ნი არა­ერ­თი მცდე­ლობისა, ჯგუ­ფის მუ­შაობის ფორ­მა­ტის შეც­ვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის თაობაზე შე­თანხმება ვერ იქ­ნა მიღ­წე­უ­ლი“ - ნათ­ქვა­მია „42-ე მუხლის“ და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ერ­თობლივ განცხადებაში.

ამ მო­საზ­რებას არ ეთანხმება ორ­გა­ნი­ზა­ცია „ყოფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რები ადა­მი­ა­ნის უფ­ლებების­თვის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნა­ნა კა­კაბაძე, მი­სი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რებულ­თა და დევ­ნილ­თა სა­კითხების შემ­სწავ­ლელ­მა სა­მუ­შაო ჯგუფ­მა პო­ლიტ­პა­ტიმ­რების  სი­ის  შედ­გე­ნი­სას  სწო­რედ ევ­რო­საბჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამბლე­ის მი­ერ დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მებით იხელ­მძღვა­ნე­ლა.

რაც შეეხება პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სი­ის კრი­ტი­კას,  კა­კაბაძე აცხადებს, რომ კრი­ტი­კის მი­ზე­ზი არა მი­სი შე­მად­გენ­ლობა, არა­მედ ის იდე­ა­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სტა­ტუ­სის ადა­მი­ა­ნები არ­სებობენ.

„სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ადა­მი­ა­ნები იმ პო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კებენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რები და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლები არ­სებობენ. ერ­თი მი­ზე­ზი მა­ინც გვითხრან, რა ან ვინ არ მოს­წონთ ამ სი­ა­ში. თუ პრობლე­მა ისა­ა, რომ ამ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭების შემთხვე­ვა­ში, შე­საძ­ლო­ა, ციხიდან დამ­ნა­შა­ვეც გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, გა­ნა ამ­ნის­ტია და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნებს არ ათა­ვი­სუფ­ლებს? ამ­ნის­ტი­ის იდეა ხომ სწო­რედ და­ნა­შა­უ­ლის პა­ტიებაა?!“ - აღ­ნიშ­ნა კა­კაბაძემ.

„გან­სა­კუთ­რებით გვინ­და, გა­მოვ­თქვათ ჩვე­ნი გაკ­ვირ­ვება „ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ პო­ზი­ცი­ის გა­მო, რო­მელ­მაც ბოლო წლებში, დაახლოებით, 3,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რი მი­ი­ღო გრან­ტების სახით და ამ წლების მან­ძილ­ზე არა­თუ 200-მდე პო­ლიტ­პა­ტიმ­რის, არა­მედ სულ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის საქ­მე აქვს შეს­წავ­ლი­ლი. ამას­თან, წი­ნა ხელი­სუფ­ლების დროს ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობდა, თა­ვი აე­რი­დებინა პო­ლიტ­პა­ტიმ­რების პრობლე­მის არ­სებობის და­ფიქ­სი­რებისა­გან, ყვე­ლა­ზე პა­სი­უ­რი იყო ამ სა­კითხში და ახლაც სხვა­დასხვა გა­მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზით, ფაქ­ტობრი­ვად, იგი­ვე პო­ლი­ტი­კას აგ­რძე­ლებს, რი­თაც, ნებით თუ უნებლი­ეთ, გ­ვევ­ლი­ნება სა­ა­კაშ­ვი­ლის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეჟიმის ბნე­ლი საქ­მეების გა­თეთ­რების ხელის შემწყობად,“ - ნათ­ქვა­მია სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულებებში გან­თავ­სებული პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რების მი­ერ გავ­რცე­ლებულ განცხადებაში, რო­მელ­საც 32 პა­ტი­მა­რი აწერს ხელს.

განცხადებაში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებისათ­ვის, ვი­საც სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია შეხება პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რების პრობლე­მას­თან, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, მას­ში გა­სარ­კვე­ვად არა­თუ 2 კვი­რა, არა­მედ შე­იძ­ლება, 2 წე­ლიც კი არ იყოს საკ­მა­რი­სი. თუმ­ცა, გვე­გო­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რები უფ­ლება-დაც­ვით სფე­რო­ში საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნები არი­ან, რომ­ლებიც პო­ლიტ­პა­ტიმ­რების პრობლე­მის შეს­წავ­ლას დღეს კი არ იწყებენ, არა­მედ ამა­ზე მათ წლობითა აქვთ ნა­მუ­შე­ვა­რი.

ის რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს არ აღი­ა­რებენ და მხოლოდ ამი­ტომ და­ტო­ვეს ჯგუ­ფი, ამას უარყოფს რო­გორც „ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა  ასო­ცი­ა­ცი­ა,“  ისე  „კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხლი.“ ორი­ვე არა­სამ­თა­ვო­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტებით, ისი­ნი  უკ­ვე წლებია მუ­შაობენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რების საქ­მეებზე.  შე­საბამი­სად, ორი­ვე არა­სამ­თავ­რობო უარყოფს სა­ზო­გა­დოებაში გავ­რცე­ლებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ისი­ნი არ აღი­ა­რებენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რების არ­სებობას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„მა­გა­ლი­თად, სა­ი­ა-მ 2010 წელს შე­ის­წავ­ლა 24 პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის საქ­მე, აღ­ნიშ­ნუ­ლის თაობაზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში გა­მო­ი­ცა 2011 წელს. ამ ეტაპ­ზე კი  ვსწავ­ლობთ 2011 წლის 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებთან და­კავ­ში­რებით და­კა­ვებულ პირ­თა საქ­მეებს - ჯამ­ში 30 საქ­მე (მათ შო­რის ზა­ზა სამხარა­ძის, გია სა­ლუქ­ვა­ძის საქ­მეებს, ე. წ. ყინ­წვი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რებით  და­კა­ვებულ პირ­თა საქ­მეებს, რომ­ლებიც დღეს ჩვენ­და გა­სა­ოც­რად ხელს აწე­რენ  განცხადებას სა­ი­ა-ს წი­ნა­აღ­მდეგ), რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი არის ჯგუ­ფუ­რი საქ­მე და მო­ი­ცავს, დაახლოებით, 50 პი­რის სისხლის სა­მარ­თლის საქ­მეს“ - ნათ­ქვა­მია განცხადებაში.

მიუხედა­ვად სა­მუ­შაო ჯგუ­ფის და­ტო­ვებისა, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­აც და „კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხლიც“ აცხადებენ, რომ ისი­ნი აგ­რძე­ლებენ მუ­შაობას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რების საქ­მეებზე და ითა­ნამ­შრომ­ლებენ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­თან.

პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სა­კითხების განხილ­ვი­სა და სი­ის და­ზუს­ტების 5 დე­კემბრამ­დე გა­და­დებას ეწი­ნა­აღ­მდე­გება სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავმჯდო­მა­რეც.

„გა­ოგ­ნებული ვარ, იმით, რაც გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მოხდა, ეს იყო სა­მარცხვი­ნო მოპყრობა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებთან და­კავ­ში­რებით. ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც ოქ­ტომბერ­ში უნ­და გა­ე­თა­ვი­სუფ­ლებინათ და მთელ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოებამ იცის, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნი­ლები არი­ან, ციხეში რჩებიან,“ - გა­ნაცხადა სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავმჯდო­მა­რემ ზა­ზა ხატი­აშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რების საქ­მეები უკ­ვე კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის, ისე სხვა არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების მი­ერ.

„ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე მო­ვითხოვ პარ­ლა­მენ­ტი­სა­გან და მო­ვუ­წო­დებ მათ, შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­სი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რება და დაუყოვ­ნებლივ  გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ პო­ლიტ­პა­ტიმ­რები. პარ­ლა­მენ­ტის და­უ­ფიქ­რებელი ნაბიჯი არის ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა კო­მი­ტე­ტის მი­ერ შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის უმ­რავ­ლე­სობის  გა­დაწყვე­ტი­ლების უპა­ტივ­ცე­მუ­ლობა, რაც არის სა­გან­გა­შო ფაქ­ტი. მე მო­ვუ­წო­დებ მათ, ვი­საც აქვს პრე­ტენ­ზია, ჩვენს მი­ერ პო­ლიტ­პა­ტიმ­რების შედ­გე­ნილ სი­ას­თან  და­კავ­ში­რებით იმ პა­ტი­მარ­თა გვა­რები და­ა­კონ­კრე­ტონ, რომ­ლებსაც შექ­მნილ­მა სა­მუ­შო ჯგუფ­მა უკა­ნო­ნოდ მი­ა­ნი­ჭა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი. მივ­მარ­თავ ყვე­ლას, ზო­გა­დი განცხადებები შეწყვი­ტონ და და­ა­კონ­კრე­ტონ ის პი­რები, ვინც პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში არ უნ­და იყოს და პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა გა­მოშ­ვების პრო­ცე­დუ­რის დაბლოკ­ვა შეწყვი­ტონ,“ - ნათ­ქვა­მია ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ გავ­რცე­ლებულ განცხადებაში.

„ჩემ­თვის სუ­ლერ­თი­ა, რა მი­ზე­ზით მოხდა ეს, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ახალი სასჯელის ათ­ვლა და­იწყო. დარ­წმუ­ნებული ვარ, გინ­დო­დათ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კითხი სწრა­ფად და წარ­მა­ტებით დაგ­ვირ­გვი­ნებულიყო, მაგ­რამ გა­მო­ვი­და ისე, რო­გო­როც ყოველ­თვის ხდება ხოლ­მე - ქარ­თუ­ლად!“ - ნათ­ქვა­მია კი­დევ ერთ განცხადებაში, რო­მე­ლიც სხვა­დასხვა ორ­გა­ნი­ზა­ციების მი­ერ პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რებულ­მა მე­რაბ რა­ტიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც პა­ტი­მა­რი მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სი­ის შედ­გე­ნი­სას იმ პრინ­ცი­პით უნ­და ეხელმ­ძღვა­ნე­ლათ,  ვინ რამ­დე­ნი წე­ლი იხდის და­უმ­სახურებელ სასჯელს და არა იმ პრინ­ცი­პით, ვის უფ­რო წო­ნი­ა­ნი ლობის­ტი ჰყავს კო­მი­სი­ა­ში ან კო­მი­ტეტ­ში. ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი და შე­უ­რაცხმყოფე­ლი კი და­მა­ტებითი სი­ის არ­სებობა აღ­მოჩ­ნდა. ბატო­ნი რა­ტიშ­ვი­ლის აზ­რით, ეს იმ მიზ­ნით გა­კეთ­და, რომ იმ პო­ლიტ­პა­ტიმ­რების მნიშ­ვნე­ლობა და­ეკ­ნი­ნებინათ, რომ­ლებმაც მარ­თლაც, რო­გორც პო­ლიტ­პა­ტიმ­რებმა, ღირ­სე­უ­ლად იცხოვ­რეს ციხეში და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ დაჯგუ­ფების წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში გა­ა­ტა­რეს  ეს წლები.

„უკ­ვე 5 წე­ლი­ა, თვალყურს ვა­დევ­ნებ უკა­ნო­ნო და პო­ლი­ტი­კური პა­ტიმ­რების სა­კითხებზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ციებსა და ცალ­კე­ულ პი­რებს და, რო­გორც ექ­სპერტს, შე­მიძ­ლი­ა გითხრათ, რომ ზო­გი­ერ­თის­თვის ეს თე­მა ბიზ­ნე­სი გახდა, ზო­გი­ერ­თის­თვის კი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რების სა­შუ­ა­ლება. სამ­წუხარო­ა, რომ რე­ა­ლუ­რად უკა­ნო­ნო და პო­ლიტ­პა­ტიმ­რების ბედი ნაკ­ლებად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის. დარ­წმუ­ნებული ვარ, თუ აღ­ნიშ­ნულ სი­ას მარ­თლაც მი­უ­კერ­ძოებლად შე­ის­წავ­ლი­ან, ნათ­ლად და­ი­ნახავენ, რომ სი­ა­ში ის პი­რებიც არი­ან შეყვა­ნი­ლი, რომ­ლებსაც არა­ნა­ი­რი კავ­შირი არ აქვთ პო­ლიტ­პა­ტიმ­რობას­თან. ამი­ტომ არ მინ­და, მარ­თლაც რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სახელი ვინ­მემ სა­კუ­თა­რი მიზ­ნების­თვის გა­მოიყენოს.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­მარ­თავ თხოვ­ნით ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა ცენტრს, „კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხლს“, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას, ჩე­მი სა­კითხი ცალ­კე გა­ი­ტა­ნონ ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ზე გან­სახილ­ვე­ლად,“ - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

ლო­გი­კუ­რი­ა, რომ  პო­ლიტ­პა­ტიმ­რების არ­სებობას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ეთანხმება ყოფი­ლი მმარ­თვე­ლი ძა­ლა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებიც აცხადებენ, რომ ამ ჯგუფ­ში პო­ტენ­ცი­უ­რად მო­ი­აზ­რებიან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო ქვეყნის სპეც-სამ­სახურების დაკ­ვე­თით ტე­რაქ­ტების­თვის არი­ან მსჯავ­რდებულები.

„მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნების და­კა­ვება და და­ჭე­რა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მო­ძიების, ყოველ­გვა­რი მტკი­ცებულებების სე­რი­ო­ზუ­ლად შეს­წავ­ლის გა­რე­შე ხდება, ამ დროს პარ­ლა­მენ­ტში ეგ­რეთ­წო­დებული პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სი­ის სა­კითხი გა­ნიხილება. ჯერ ერ­თი, არ მეს­მის, ასეთ ხმა­მა­ღალ ტერ­მინს რა ტეს­ტით იყენებს ახალი პო­ლი­ტი­კუ­რი უმ­რავ­ლე­სობა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რებით სა­გან­გა­შოა, რომ ამ ჯგუფ­ში პო­ტენ­ცი­უ­რად მო­ი­აზ­რებიან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო ქვეყნის სპეც-სამ­სახურების დაკ­ვე­თით, ტე­რაქ­ტების­თვის არი­ან მსჯავ­რდებულები... ამ ჯგუფ­ში მო­ი­აზ­რებიან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც ჩვე­ნი ქვეყნის წი­ნა­აღ­მდეგ ჯაშუ­შობით იყვნენ და­კა­ვებული. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეებია. ამ ჯგუფ­ში მო­ი­აზ­რებიან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც სა­კუ­თა­რი სახელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ამბოხდა,“ - გა­ნაცხადა უშიშ­როების საბჭოს მდი­ვან­მა გი­გა ბოკე­რი­ამ. 

უშიშ­როების საბჭოს მდივ­ნის თქმით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სი­ა­ში ასე­ვე არი­ან ის ადა­მი­ა­ნებიც, რომ­ლებიც ქვეყანა­ში უმ­ცი­რე­სობების მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მკა­ფიო მქა­და­გებლები და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობის ჩამ­დე­ნები არი­ან.

„ვგუ­ლისხმობ იმ ჯგუფს, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია „კავ­კა­სი­ა­ში“ შე­ვარ­და და იძა­ლა­და. ამ ინ­ცი­დენტს წინ უს­წრებდა ძა­ლა­დობა ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ხალხი ცნობილია თა­ვი­სი დეკ­ლა­რი­რებული სი­ძულ­ვი­ლით ყვე­ლა­ფე­რი იმის მი­მართ, რაც არ მოს­წონთ „ზნეობრი­ვად“ და ძა­ლა­დობით, რო­მელ­საც ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე. ჩვენს სა­ზო­გა­დოებაში, სამ­წუხაროდ, არი­ან სხვა ჯგუ­ფებიც, რომ­ლებიც ასე­თი­ვე სი­ძულ­ვილს ხში­რად აფ­რქვე­ვენ. პირ­ველ ჯგუფ­თან ერ­თად ასე­თი ადა­მი­ა­ნების პო­ლიტ­პა­ტიმ­რებად გა­მოცხადება, სახიფა­თო სიგ­ნა­ლია ჩვე­ნი ქვეყნის დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, უმ­ცი­რე­სობის უფ­ლებების­თვის, უსაფრთხოების­თვის. ვი­ნა­ი­დან საბოლოო ჯამ­ში, ეს სა­კითხები უსაფრთხოებას, და სა­ერ­თოდ, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს უკავ­შირ­დება,“ - გა­ნაცხადა ბოკე­რი­ამ და დას­ძი­ნა, რომ, საბოლოო ჯამ­ში, ამ გზის ბოლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ დე­მოკ­რა­ტი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტების არ­სებობის საფრთხე დგას. მან­ვე ურ­ჩია ახალ მმარ­თველ ძა­ლას, რომ დრო­ზე გა­მო­ვი­დეს ხელი­სუფ­ლებაში მოს­ვლის შე­დე­გად მი­ღებული სტრე­სის­გან.

„ჩემ­თვის გა­სა­გებია, რომ ნების­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­თვის (ჩვენს გუნ­დსაც აქვს გან­ვლი­ლი ეს სტრე­სი) ხელისუ­ფლებაში მოს­ვლის შემ­დეგ ად­გი­ლი აქვს გარ­კვე­ულ სტრესს. ნების­მი­ერ გუნდს და ხელი­სუფ­ლებას აქვს შეც­დო­მები. მაგ­რამ ის ტენ­დენ­ციები, რა­ზეც მე ვსაუბრობ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან ამ მო­ტი­ვების ლუს­ტრა­ცია, ხარისხობრი­ვად სხვა ტი­პის გა­მოწ­ვე­ვაა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის,“ - მი­იჩ­ნევს გი­გა ბოკე­რია.  

ამ­რი­გად, პო­ლიტ­პა­ტიმ­რების სია ისევ „საჯილ­დაო ქვად“ დარ­ჩა პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე. მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ეყოლება ჩვენს ქვეყანას და რამ­დე­ნად გა­უძ­ლებს კრი­ტი­კას პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებად აღი­ა­რებული ადა­მი­ა­ნების სია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია