დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზები – „ზაქარეიშვილი ორიენტირებულია აფხაზების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე...“
2012/11/21 14:38:40

აფხაზეთის „საგარეო უწყების“ პრეს-სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რითიც ოფიციალურად პირველად გამოეხმაურა  საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზურ მხარეს არ აქვს ილუზიები ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, რომელიც „თითქოსდა“ აფხაზეთის მიმართ ახალი მიდგომების მომხრეა.

აფხაზეთის „საგარეო უწყებამ“  განაცხადა, რომ, რა მიდგომაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს რეინტეგრაციის ახალ მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს, ის მაინც ორიენტირებულია აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე.

აფხაზების აზრით, ამ ფაქტს ახალი ხელისუფლების დაპირებები, აფხაზეთის დეიზოლაციისა და რკინიგზის მიმოსვლის აღდგენის შესახებაც, ვერ გადაფარავს. 

აფხაზურ მხარეს არ აქვს ილუზიები ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, რომელიც „თითქოსდა“ აფხაზეთის მიმართ ახალი მიდგომების მომხრეა. „ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებულები იმისთვის, რომ არ გავებათ არავითარ პოლიტიკურ-დიპლომატიურ მახეებში, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეებმა აფხაზეთის გარშემო დააგეს,“ - აცხადებს აფხაზეთის „საგარეო უწყების“ პრეს-სამსახური.

საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების დასაწყებად აფხაზებს პირობებს არ უყენებს, მათ მიერ პირობების წამოყენების შემთხვევაში კი, სამშვიდობო პროცესი ვერ დაიწყება.

პაატა ზაქარეიშვილის კომენტარის აუდიო-ჩანაწერს საინფორმაციო ვებ-გვერდი news.ge ავრცელებს.

"ჩვენ სამშვიდობო პროცესს ვიწყებთ. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გეგმაზომიერი, მშვიდი, წყნარი სამშვიდობო პროცესი განვახორციელოთ ყოველგვარი  აღელვებისა და ყოველგვარი სამხედრო, მილიტარისტული, თუ აგრესიული რიტორიკის გარეშე", - აცხადებს მინისტრი ზაქარეიშვილი. იგი ამბობს, რომ ორმხრივი ურთიერთობა ორმხრივი ნების საფუძველზე ყალიბდება.

„მათ აქვთ პრინციპები და ჩვენ არ გვაქვს, თუ რა? ჩვენ არ ვუყენებთ პირობებს აფხაზებს და ისინი თუ გვიყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც მათ უნდათ, ვერ შესრულდება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

რეინტეგრაციის მინისტრი აფხაზეთის „საგარეო უწყების“ საპასუხოდ ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია