საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელმა მოჭიდავემ ზვიად პატარიძემ მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/30 16:14:54

24-26 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზერესპუბლიკის თასზებერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ზვიად პატარიძე (120 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზერესპუბლიკის თასზესაქართველოს ბერძნულ-რომაული  სტილით მოჭიდვეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა სულ გათამაშებული 8 ოქროს მედლიდან 4 მოიპოვეს.

 

შესაბამის წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ: ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოჭიდავე ზვიად პატარიძე (120 კგ), ირაკლი შავაძე (55 კგ), გელა ბოლქვაძე (74 კგ) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ).


ზვიად პატარიძემ გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ დურგუნ ოგუჟანს მოუგო, შავაძემ რუსი არტემ პაშმენკო დაამარცხა, ბოლქვაძემყირგიზი ესენ ასანოვი, ხოლო კახელაშვილმარუს მურატ ლოკიაევს მოუგო.


ფინალში დამარცხდა ქართველი მოჭიდავე ბაკურ გოგოლი (66 კგ) – მას რუსეთის ნაკრების წევრმა გარიკ გიულუმიანმა მოუგო.


საპრიზო სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ თორნიკე ჭელიძესა (55 კგ) და გელა შავაძეს (66კგ), რომლებმაც რეპეშაჟის ფინალში წააგეს.


თურქულ ხალიჩაზე სულ ექვსი ქვეყნის: თურქეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანის, უნგრეთისა და ყირგიზეთის ნაკრებები გავიდნენ.

 

ქართულმა გუნდმა საბოლოო ჯამში 53 ქულა აიღო და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება 60 ქულით მასპინძლებმა მოიპოვეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია