დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტი, წინასწარი მონაცემებით, 144 მლნ ლარია
2013/06/05 16:08:45

ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტებს ანგარიშს აბარებს

პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“  ფარგლებში,  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან  შეხვედრა გამართა.

მინისტრმა საგადასახადო შემოსავლების მობილიზებასა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

ნოდარ ხადურის  განცხადებით,  მიმდინარე წლის 4 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 2,5% შეადგინა. მარტის  ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მატება 1,7%-დან 2,5%-მდეა.

2013 წლის იანვარ-მაისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია  2 656.0 მლნ ლარი,  რაც 82 მლნ ლარით მეტია 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2 574.0 მლნ ლარი);

2013 წლის 5 თვეში გამოწერილი ჩეკების რაოდენობამ შეადგინა  352, 324,487 ცალი, რაც დაახლოებით 23 მლნ-ით მეტია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (329,714,238 ცალი);

საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების მიხედვით გადახდილი თანხის ოდენობამ 2013 წლის 5 თვეში შეადგინა 6,408 მლნ ლარი, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში -  5,406 მლნ ლარი, სხვაობა შეადგენს  1 მილიარდ ლარს;

2013 წლის 5 თვეში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტმა, წინასწარი მონაცემებით, 144 მლნ ლარია, მაშინ, როდესაც 2012 წლის 5 თვეში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 15 მლნ ლარით განისაზღვრა.

ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაწეული ხარჯების  შესახებ. კერძოდ, 2013 წლის 5 თვეში  სოფლის მეურნეობის სფეროში დაიხარჯა 153 მლნ ლარი, რაც 53.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის კუთხით  - 779,5 მლნ ლარი -73 მლნ ლარით მეტი 2012 წლის 5 თვის მონაცემებზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯა - 165,1 მლნ ლარი, რაც 22.3%-ით (30 მლნ ლარი) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია