დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნორვეგიელი ინკლუზიური განათლების ექსპერტები სამუშაო შეხვედრებს მართავენ
2013/06/05 14:42:24

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ნორვეგიელი არქიტექტორი და ინკლუზიური განათლების ექსპერტები 3-7 ივნისს დარგის ქართველი სპეციალისტებისათვის სემინარს მართავენ.

სემინარის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს უნივერსალურად ორგანიზებული საგანმანათლებლო გარემოს პრინციპები და კონკრეტული რეკომენდაციები ერთ-ერთი პროფესიული სასწავლებლის მაგალითზე. ასევე, შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

ექსპერტების სამუშაო შეხვედრების პირველი ნაწილი თბილისის ორ პროფესიულ სასწავლებელში „მერმისი“ და „სპექტრი“ გაიმართა. სემინარის თემა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის აუცილებლობა. შერჩეული პროფესიული სასწავლებლების შენობა-ნაგებობების მაგალითზე მოხდა გარემოს ხელმისაწვდომობის შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული მოდელის დემონსტრირება. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებმა და პროფესორებმა, რათა სამომავლოდ მათ სასწავლო პროგრამებში აქცენტირებული იყოს ხელმისაწვდომობის პრინციპები.

სემინარების დროს გარემოს ხელმისაწვდომობის ანალიზისას აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა საჭიროებების გათვალისწინებაზე: ეტლით მოსარგებლე, უსინათლო და სმენის პრობლემის მქონე პირებისათვის. ასევე, შეიქმნა კონკრეტული რეკომენდაციები გარემოს ადაპტირებისათვის საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია