დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრენინგები სამტრედიაში – როგორ ჩავერთოთ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში
2015/05/29 21:24:35

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA Georgia) და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციასთან (ALDAსაფრანგეთი ) ერთად სამტრედიაში ორი დღის (28-29 მაისს) განმავლობაში პროექტი სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ განახორციელა.


აღნიშნული პროექტი ევროკავშირისმიერ არის დაფინანსებული და სათემო ლიდერებისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება.  ტრენინგის ჩატარებას წინ უსწრებდა მანამდე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცის მიერ მონაწილეების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გაგზავილი რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილების გადარჩევა.


ტრენინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თემებიდან შერჩეულმა თითო მონაწილემ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესატანი ცვლილებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.


ტრენინგს უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბ ,,თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე, რომელიც მოწვეული ტრენერი გახლდათ.  მისი თქმით, ტრენინგები მონაწილეებს აძლევს ძალიან კარგ საშუალებას - გაიგონ მეტი,მათი უფლება-მოვალეობების შესახებაც მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ,,ტრენინგმა მსმენელს მისცაზუსტად ის კონკრეტული უნარ-ჩვევა და აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა, რაც საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსახილველ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად.

 

რაც უფრო მობილიზებულია თემი, ხალხთა ჯგუფი, მით უფრო კარგ გარემოში ცხოვრობს ადგილობრივი საზოგადოება და უფრო კარგად აკონტროლებს ადგილობრივ თვითმმართველობას’’ - აღნიშნა მიწვეულმა ტრენერმა გვანცა თოთაძემ.


პროექტის მიზანია,ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ინსტიტუციური ფორმების დამკვიდრებას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცათ ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია ამ კანონპროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებების ორგანიზებისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის, ლაშა ზაქრაძის თქმით, ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, გაიგო ისეთი საკითხები, რომელთა შესახებაც აქამდე მსგავსი ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა. ,,ტრენინგზე მიღებულ   ინფორმაციას აუცილებლად გამოვიყენებ სასარგებლოდ და სამომავლოდ აქტიურად ჩავერევი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ‘’ - თქვა ლაშა ზაქრაძემ.

 

ლალი შენგელია

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია