დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტმა ახალი წევრები დაამტკიცა
2012/11/13 14:12:50

საქართველოს  პარლამენტმა სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს უფლებამოსილება ოფიციალურიად შეუწყვიტა. რიგგარეშე სხდომაზე ამ საკითხთან ერთად დაგეგმილია ბიუჯეტის 2013 წლის პროექტის განხილვა. სხდომაში საპარლამენტო უმცირესობაც მონაწილეობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და უმცირესობამ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მასთან დაკავშირებით.

დღესვე პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის ახალი წევრებისთვის უფლებამოსილების საკითხი განიხილეს. პარლამენტის წევრები გახდნენ გიორგი ცაგარეიშვილი (ირაკლი ალასანიას ნაცვლად), მახრიკ არძიევი (ირაკლი ღარიბაშივლის ნაცვლად), თამაზ მეჭიაური (მაია ფანჯიკიძის ნაცვლად) ალექსანდრე თამაზაშვილი (ნოდარ ხადურის ნაცვლად), თენგიზ ხუბულოვი (სოზარ სუბარის ნაცვლად), თამაზ შიოშვილი (ალექსი პეტრიაშვილის ნაცვლად), ოთარ ჩრდილელი (მირიან(გურამ) ოდიშარიას ნაცვლად), ფრიდონ საყვარელიძე (პაატა ზაქარეიშვილის ნაცვლად), დავით ლორთქიფანიძე (გელა ხვედელიძის ნაცვლად), ომარ  ნიშნიანიძე (ლაშა ნაცვლიშვილის ნაცვლად).

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია