დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ იქნება ახალი მთავრობა? ღარიბაშვილით თუ მის გარეშე?
2015/04/29 19:50:28

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის რკალი თანდათან ვიწროვდება. მას შემდეგ, რაც მთავრობის შუა რგოლის სტრუქტურები ე.წ. ჯანყარაშვილის კლანისგან გასუფთავდა, ჯერი მინისტრებზე მიდგა. გასულს კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური მართვის მინისტრის პოსტი ღარიბაშვილის კადრად მიჩნეულმა შავლიაშვილმა დატოვა და ის ივანიშვილის ფავორიტმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა. ახლა უკვე გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გამოემშვიდობა პოსტს. ოფიციალურად მან თანამდებობა საკუთარი სურვილით და დატოვა და მის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამ ნაბიჯს კოალიციის გადაწყვეტილებას უკავშირებს. დღეს კი პოსტი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ლევან ყიფიანმაც დატოვა. ასე რომ, მთავრობისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად პარლამენტის დასტურია საჭირო. პრემიერმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა წარადგინოს. თავად ირაკლი ღარიბაშვილი ამ პროცესის დაჩქარებას სთხოვს პარლამენტარებს, ვინაიდან მინისტრებს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი ეროპაში. 

 

თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ზოგიერთი ექსპერტი თავად პრემიერის პოსტიდან წასვლასაც პროგნოზირებს. "პრემიერ ღარიბაშვილის წასვლა გარდაუვალია, მთავარია ეს ცუდი ფორმით არ მოხდეს," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ გაუმკლავდა. 

 

კულუარებში უკვე დაიწყეს პრემიერის შემცვლელთა ვინაობის დასახელება: კახი კალაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, დავით სერგეენკო... შესაძლოა, ამ სიას ბიძინა ივანიშვილიც დაემატოს, ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში. თუმცა თავად ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ახალ მინისტრთა კაბინეტს თავად წარადგენს. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია