დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მძიმე მდგომარეობით, პატიმარი ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსეს
2013/05/23 16:05:16

psnews.ge-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომ გუშინ ქუთაისის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გეგუთის კოლონიიდან პატიმარი, ფოთელი ლევა კორტავა გადაიყვანეს, რომლის მდგომარეობაც ამ დროისათვის უკიდურესად მძიმეა.

პატიმრის ახლობლის განცხადებით, ლევა კორტავა 2006 წლის 7 იანვარს დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. იგივე წყაროს ცნობით, შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, ხონის საპატიმროდან პატიმრების მასიური გაქცევის ორგანიზატორობის თავის თავზე აღება აიძულეს, რისთვისაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პატიმარი ამ დრომდე სასჯელს რუსთავის მეექვსე კოლონიაში იხდიდა. რამდენიმე დღის წინ კი გეგუთის კოლონიაში იქნა გადმოყვანილი, საიდანაც, მისი ახლობლის ინფორმაციით, ნაცემ მდგომარეობაში ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პატიმრის მშობლებისათვის არაფერი უცნობებიათ. ასევე, წყაროს ცნობით, პატიმარს ყურადრებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აქცევს.

სამედიცინი ცენტრის დირექტორმა ჩვენთვის ინფორმაციის მოცემა იმ მიზეზით არ ისურვა, რომ პაციენტის ინფორმაცია კონფიდენციალურია და თავად მისი და ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებდა, თუმცა საავადმყოფოში პაციენტის ყოფნის ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა და ინფორმაციისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან გადაგვამისამართა.

რა ვითარებაში მოხვდა პაციენტი ცენტრში და როგორია ამჟამად მისი მდგომარეობა, ამის დასადგენად psnews.ge მუშაობას აგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია