დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტროას ცხენი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/22 16:31:39

შეიძლება დარწმუნებით ითქვას რომ, უკრაინაში ახლახან გამოქვეყნებულმა სტატიამ ხარკოვში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის შემზარავი დეტალების შესახებ (https://allkharkov.ua/news/med/vakcina-vd-vrysy.html) სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქართველ სამოქალაქო აქტივისტებსა და ზოგიერთ პოლიტიკოსის მხრიდან, ამის შესახებ ყველაზე ნათლად ისაუბრა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელმა დავით ტარან-მოურავმა.


"ჩვენთვის უკვე დიდი ხანია საიდუმლო არ არის, რომ ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიების ცხვრის ტყავის ქვეშ, ამერიკელები ოსტატურად მალავენ სიკვდილის ნამდვილ ქარხნებს,

ეს არის მიშა სააკაშვილის მემკვიდრეობა. სრულიად ცხადია, რომ ამერიკას მის ტერიტორიაზე არ სჭირდება ისეთი ლაბორატორიები რომლებიც დედამიწაზე ყველაზე საშიშ მიკროორგანიზმებთან მუშაობენ. რატომ ჩაიდოს ასეთი საშიში ბომბი ჯიბეში? უფრო ადვილია ლამაზად გადაფუთო და მეზობელს, ყველაზე საშიში დაავადებების სამკურნალო საშუალებების მოსაძებნად გადასცე.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიერ ნათქვამი სიტყვები ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ, ამის მტკიცებული დადასტურებაა. ძალიან სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრებიც აღმოჩნდნენ ამ პრობლემის წინაშე. ძალიან ბევრი დამთხვევაა, რომელიც არ არის შემთხვევითი. პატრიოტთა ალიანსი გმობს ამ ბიო ლაბორატორიების საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ჰუმანიზმის, ეთიკისა და ზნეობის ყველა პრინციპს, და ვიმედოვნებთ, რომ მალე მათი საქმიანობა შეჩერდება, ხოლო ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ სამარცხვინო მენგელეს სამეცნიერო მიდგომებს ჩვენს ქვეყნებში, სამართლიანად დაისჯებიან."

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია