დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: „ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება“
2012/11/07 12:29:07

„ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება და რამდენადაც ვიცი, ამისთვის არსებობდა სამართლებრივი საფუძვლები.“– ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

პირველი კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  გააკეთა.

პრემიერის განმარტებით, იგი კონკრეტულ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს და არც ამ პროცესებში მონაწილეობდა.

„ეს გააკეთეს მათ, ვისაც კანონით ეკუთვნოდა და ყველაფერი გაკეთდა ყოველგვარი კანონიერების დაცვით. მე ამ პროცესებში არ ვმონაწილეობდი და მეტს ვერაფერს გეტყვით“– აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია