საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე დაბა ხარაგაულის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/16 23:36:02

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის

კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა

ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი,

პაატა გოგოლაძე წარუდგინა.

თოფურიძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ უკვე განხორციელებულ

პროექტებზე ესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩემი მერობის შემთხვევაში, პირობას გაძლევთ, რომ ხარაგაულის კულტურისა და

დასვენების პარკს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დარწმუნებული ვარ, ეს

პარკი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრის ადგილი ჩვენის

მუნიციპალიტეტში“, - განუცხადა მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს.

მოსახლეობასთან საუბრისას ფოთურიძემ ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის

ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში. მისი თქმით, აუცილებელია

მეტი ყურადღება დაეთმოს კულტურისა და სპირტის განვითარებას, რათა

ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეთ.

„ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდეს საკუთარ ადგილს, ეს

ტენდენცია დაწყებული აქვს მმართველ გუნდს და მომავალშიც აუცილებლად

გაგრძელდება. ხარაგაულის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და

ამ მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია