დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიწვევთ Press-კლუბის პრეზენტაციაზე!
2013/05/16 12:44:19

გიწვევთ  Press-კლუბის პრეზენტაციაზე!

 

17 მაისს, 13 სთ-ზე, გიწვევთ Press-კლუბის პრეზენტაციაზე. სტუმრად მოწვეული არიან  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გოჩა თევდორაძე და  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.

გთხოვთ, მედიის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს, გვეწვიოთ Press-კლუბში.

გაცნობებთ, რომ გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ („P.S.“) იწყებს ახალ პროექტს „ინტერნეტკონტენტის www.psnews.ge-ს განვითარება“. პროექტის მიზნების განსახორციელებლად, რედაქციაში იმუშავებს სადისკუსიო  Press-კლუბი, პერიოდულად მოეწყობა მრგვალი მაგიდა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, სტუმრად მოვიწვევთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს.


გაზეთ „P.S.“-ის რედაქცია 

 მისამართი:

ქუთაისი, რუსთაველის 37, „პრესის სახლი“, მეოთხე სართული

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია