დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა გაიმართება
2013/05/14 12:44:29

დღეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა გაიმართება.

როგორც უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები განიხილავენ მოსამართლეთა კონფერენციისთვის მოსამზადებელ საკითხებს. კერძოდ, კონფერენციის დღის წესრიგს და საარჩევნო ბიულეტენის ფორმას.

ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა საჯაროა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. სხდომაზე დასასწრებად მოწვეულები არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მოსამართლეთა კონფერენცია 22 მაისს გაიმართება და მასზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია