დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამტრედია დღესაც წინასაარჩევნოდ გამოიყურება
2013/05/13 16:22:41

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის გამზირზე და რესპუბლიკის ქუჩაზე, წინასაარჩევნოდ ელექტროენერგიის ბოძებსა და შენობის ფასადებზე გაკრული სარეკლამო პლაკატები დღემდე ჩამოუხსნელია. კანონით, არჩენებიდან მესამე დღეს პლაკატები შენობებიდან უნდა მოეხსნათ.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

მათი თქმით, სამტრედია დღესაც წინასაარვენოდ გამოიყურება  – ფერადი ქაღალდებით აჭრელებულია ქუჩებით.

„სამი კვირის წინ შუალედური არჩევნები ჩატარდა, მაგრამ პლაკატები ისევ ფასადებზეა გაკრულია. ჩამოხსნან და წაიღონ, დავიღალეთ ამდენი არჩევნებით,“-განუცხადა სამტრედიის მკვიდრმა გელა ჩაჩუამ „psnews.ge“-ს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ავთანდილ თადუმაძის განცხადებით, ამ დრომდე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით არიან დაკავებული, ხოლო ქალაქს წინასაარჩევნო პლაკატებისგან 10 დღის განმავლობაში გაასუფთავებენ.

„პლაკატები მართლაც აუშნოვებს ქალაქის იერსახეს, მით უმეტეს, ზოგი ნახევრად ჩამოხეულია. გამგეობაში არის საუბარი და ათ დღეში აღმოფხვრით მაგ პრობლემას,“ –განაცხადა ავთანდილ თადუმაძემ.                       

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია