დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიუჯეტი
ქუთაისის ბიუჯეტი კვლავ სეკვესტრის წინაშე დგას
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/23 17:39:14

ქუთაისის 56-მილიონიანი ბიუჯეტის შესრულება, 9 თვის ანგარიშით, მხოლოდ 57%-ია, რაც 2013 წლის ბიუჯეტს კვლავ სეკვესტრის საფრთხის წინაშე აყენებს.


ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვით ნაწილსა და შემოსავლებს შორის არსებულ პრობლემებზე საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე საუბრობს. როგორც გოგიტა გოგელაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკის სამსახურს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა აქვს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი არ გახმაურდეს, არაა გამორიცხული, ქუთაისის ხელისუფლებამ შესასრულებელი ბიუჯეტის ვალდებულება მომავალი წლისთვის გადაიტანოს. თუმცა, ვალდებულების მომავალი წლისთვის გადატანა იგივე სეკვესტრია, გაცილებით მეტი პრობლემებით.


56-მილიონიანი ბიუჯეტიდან სათამაშო ბიზნესისთვის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლის შესრულებაც წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. თუმცა დღეს საფინანსო-სარევიზიო კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 9-თვიანი შესრულება 1120 000 ლარს შეადგენს.


პრობლემებია ქონების მართვის სამსახურის მიერ თანხის ამოღებაზეც. სექტემბრის მონაცემებით, ქონების მართვის სამსახურის მიერ ბიუჯეტის მხოლოდ 11%-ია შესრულებული.


ქალაქის ვიცე-მერის გია შარაბიძის განცხადებით, პრობლემებია მერიის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციაზე, რადგან მოთხოვნა მხოლოდ ქონების იჯარით გაცემაზეა.

 

მიუხედავად საფინანსო-სარევიზიო კომისიის ანგარიშისა, შარაბიძე აღნიშნავს, რომ ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტს სეკვესტრი არ ემუქრება, თუმცა, როგორ მოხდება ბიუჯტეტის 43%-იანი სხვაობის სამ თვეში შევსება, ამ დრომდე არავინ იცის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2768
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია