დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ღავთაძე: „სახელწოდებას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია შინაარსი“
2013/05/08 18:59:42

რას ფიქრობს უმაღლესი სასწავლებლების საჯარო სამართლის იურიდიულ სუბიექტებად გადაქცევის თაობაზე ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი

სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით თბილისის უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების თხოვნით მიმართავს. როგორც ისინი აცხადებენ, ამ კანონის მიხედვით უნივერსიტეტის ავტონომია იზღუდება და მთავრობას უფლება ეძლევა, უნივერსიტეტის და მისი საბჭოების დაუკითხავად,  შეუცვალონ მას იურიდიული ფორმა და კერძო იურიდიული სუბიექტიდან საჯარო სუბიექტებად გადააქციონ.

„p.s.“ შეეცადა გარკვია, რას ფიქრობს ამ თემის შესახებ  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე. როგორც ღავთაძემ აღნიშნა, ქუთაისის უნივერსიტეტში, ჯერჯერობით, არ უმსჯელიათ ამ საკითხთან დაკავშირებით.  შარშან კი, საჭოსთან ერთად განიხილეს ეს თემა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც დღევანდელ რეალობას წარმოადგენს.

„ჯერ ამ საკითხის განხილვა ასე აქტიურად არ დაწყებულა, რადგან სახელწოდებას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია შინაარსი და მის უკან რა დგას, რას გულისხმობს კონკრეტულად ეს საკითხი. ჯერ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.”–აცხადებს ღავთაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია