დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში პოლიტიკური ესეების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
2017/09/18 08:12:00

 

"პოლიტიკა და დემოკრატია აუცილებელი საკითხავი" ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ქუთაისის ოფისში.  გამოცემა აერთიანებს აღიარებული, გავლენიანი მოაზროვნეების ტექსტების ქართულ თარგმანებს. ესეები სხვადასხვა დროს ტიტულოვან საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნდა და ისინი დღემდე განსაზღვრავს დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიაზე.


წიგნის ძირითად არსზე და მთავარ  ესეებზე მსმენელებისთვის მოხსენებები გააკეთეს თემურ ჯვარშეიშვილმა, ქრისტინა მაღლაკელიძემ, თეონა ფურცხვანიძემ , ლილე ყაზაიშვილმა და მამუკა ჭონიშვილმა.

 

 წიგნის მთავარ ღირებულებაზე ვესაუბრეთ თემურ ჯვარშეიშვილს, ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორს:  "დღეს ჩვენ წარვადგინეთ წიგნი "პოლიტიკა და დემოკრატია, აუცილებელი საკითხავი", ეს გახლავთ წიგნის IIტომი,  I ნაწილის პრეზენტაცია უკვე გვქონდა გასულ წელს. ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტია პოლიტიკური და დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება, ამიტომ მსგავსი პუბლიკაციებით ვცდილობთ აღნიშნული თმების პოპულარიზაციას. ამ ტიპის წიგნები გვეხმარება საქართველოში არსებული მწირი რესურსი პოლიტიკური განათლების შესახებ ამოვავსოთ. დემოკრატიის სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავს პრეზენტაციებს.

როგორც წესი, მსგავს მოხსენებებს ვმართავთ დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, თუმცა დღევანდელი დღე გამონაკლისი იყო,რადგან ერთერთი მომხსენებელი მამუკა ჭონიშვილი გახლავთ ქუთაისის მერის მრჩეველი."          

 

ლიკა დევდარიანი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია