დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დეპუტატმა როლანდ ახალაიამ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
2013/04/17 01:15:44

 სააგენტო "თაიმერის" ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.  "მან განცხადება საკომიტეტო მოსმენის დროს გააკეთა და აღნიშნა,რომ შეუერთდება დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას. "მე მორალური უფლება არ მაქვს,რომ დავრჩე ნაციონალურ მოძრაობაში. ამ დრომდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ჩემი შვილის მიერ გავრცელებული მიმართვის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. არასოდეს მიღალატია პრინციპებისთვის, ქვეყნისთვის და არც ახლა ვაპირებ არასწორი ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

 მისივე თქმით, ის დარწმუნებულია თავისი შვილის სიმართლეში და ადასტურებს,რომ წერილი დათას დაწერილია.-"რამოდენიმე დღის წინ სკაიპით ვესაუბრე დათას. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მიანიშნა ამ ყველაფერზე. დღეს უკვე ჩემთვის ნათელი გახდა თუ რისი თქმა სურდა მას"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტო სოციალურ ქსელ "თბილისი ფორუმზე" ცოტახნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.  "თაიმერი" როლანდ ახალაიასთან დაკავშირებას  ცდილობდა, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გათიშულია.”

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1385
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია