დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სერვისების განვითარების სააგენტოში მონაცემთა ბაზების სრულყოფის პროექტის შედეგები წარმოადგინეს
2013/04/15 16:46:34

საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ახალი პროექტი „მონაცემთა ბაზების სრულყოფა“ მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი და კორექტული ბაზის შექმნა.  

 

აღნიშნულ პროექტის პირველ შედეგებზე, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სამადაშვილმა, იუსტიციის სალხში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, პროექტი მოიცავს, როგორც თბილისს, ასევე  საქართველოს ყველა რეგიონს. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართულია 65 ადამიანი. პროექტის ფარგლებში იგეგმება მონაცემთა ბაზაში არსებული 487 000–ზე მეტი სავარაუდო უზუსტობის გადამოწმება. დღეის მონაცემებით, უკვე განხილულია 145 000 - მდე ამგვარი ჩანაწერი.

 პროექტის პირველ ეტაპზე, საველე მობილური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ერთ მისამართზე რეგისტრირებული ათი და მეტი მოქალაქის მონაცემების ადგილზე გადამოწმება. მას შემდეგ, რაც ჯგუფი მიიღებს კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა მონაცემს, ჯგუფი გადის დასახელებულ მისამართზე და აზუსტებს იქ მაცხოვრებელ მოქალაქეთა რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის ვინაობა უცნობია ან მას შეცვლილი აქვს საცხოვრებელი მისამართი,  მოქალაქის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შესაბამისი ოქმი ივსება.  

შემდგომ ეტაპზე კი იგეგმება გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. ამ აქტივობის მიზანია სააგენტოს ბაზაში არსებული მონაცემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შედარება და მონაცემთა დაზუსტება.

ასევე დაგეგმილია მოქალაქის პირადობის მოწმობასა და ბაზაში არსებულ ინფორმაციას შორის შეუსაბამობის გადამოწმება. აღნიშნულის საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოქალაქეთა გარკვეულ რაოდენობას ზუსტი საცხოვრებელი მისამართი არასწორად აქვს მითითებული. პროექტი, სახელწოდებით „მონაცემთა ბაზების სრულყოფა“ რამდენიმე თვეს მოიცავს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.                                                                                                     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია