დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი „ბეწვის ხიდზე“ გავლას აპირებს...
2013/03/18 13:28:08

ევროპის საალ პარტიის კრიტიკულ წერილს პასუად ერ საქართველოს პარლამენტის თავმდომარის, ოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრ ინა ივანიშვილის წერილი მოჰყვა. პრემიერმა ევროპის საალ პარტიას ღია წერილით მიმართა და საქართველოში დამკვირველეის გამოგზავნა  შესთავაზა.

 

„ვინაიდან კითხვები გიჩნდებათ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თქვენც მოგიწოდებთ, სანამ „ევროპის კარის დახურვის“ შორს მიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა... ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებით ცხოვრება და განწირულია ყველა ხელისუფლება, ვინც ამ გზიდან გადახვევას მოინდომებს. ეს ქართულმა საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა,“ - ნათქვამია წერილში.

პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ  მთავრობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და მიღებული  მემკვიდრეობა არცთუ სახარბიელოა - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული მოლოდინები ხშირად განსხვავებულია. ქვეყნის შიგნით საზოგადოება წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის სწრაფ და უკომპრომისო გამოძიებას ითხოვს.  ქვეყნის გარეთ კი, პირიქით, „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებისკენ მოუწოდებენ, რაც მხოლოდ  დაუსჯელობას  წაახალისებს.

ჩვენი ამოცანაა, ეწვის იდზე გავიაროთ და ისეთი შუალედი ვიპოვოთ, რაც არც სამართლიანოისა და კანონის უზენაესოის იდეას დააზარალე და არც პოლიტიკური დევნის შთაეჭდილეას შეუქმნის ვინმეს. მერწმუნეთ, ეს ალიან რთული ამოცანაა, მით უფრო - ისეთ ქვეანაში, სადაც პარტია და საელმწიფო სისტემა სოლუტურად შეზრდილი ერთმანეთთან,“ - წერს ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიას.

 

პასუხის პასუხი

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამტკიცებენ, ივანიშვილის პასუხს სოციალურ ქსელებში უკვე შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა.

ივანიშვილის მიერ ევროპის სახალხო პარტიისადმი მიწერილ ღია წერილს ზალევსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ ზალევსკის ამ განცხადებებს  საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ავრცელებს.

„ხალხი მხარს უჭერს ივანიშვილს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, მას საქართველო ევროპისკენ მიჰყავს. ეს წერილი აჩვენებს, რომ ეს ის შემთხვევა არ არის,“ - წერს ზალევსკი. ზალევსკი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილს თბილისში შეხვდა და „მისი სიტყვები უკვე საკმარისი იქნებოდა, რომ გადამდგარიყო.“

„თქვენი აზრით, რა დრო დასჭირდება ივანიშვილს, რომ „მოახერხოს და გაანალიზოს“, რომ ევროპასთან მკვახე საუბრით თავს იჭრის? თუ, ამას ვერასდროს მოახერხებს? აი, უკვე პირველი ნასიამოვნები ევროპარლამენტარებიც.“ - აღნიშნავს საპარლამენტო  უმცირესობის  წევრი  გიორგი კანდელაკი.

 

არ მქონდა სურვილი, იმ უამრავი შეკითვის ფონზე, ჩავსულიავი იქ თავის მართლეით... 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამერიკაში ზოგიერთ კონგრესმენს ამ დრომდე სჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 90%-ით გაიმარჯვებს. ამის შესახებ ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამერიკა ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორია. გენიალური ელჩი ჰყავს - რიჩარდ ნორლანდი და ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. მას ობიექტური ინფორმაციები მიაქვს ამერიკის ადმინისტრაციაში, რაც შეეხება სენატსა და კონგრესს, იქ სააკაშვილის მეგობრები კიდევ შემორჩნენ და მათი მეშვეობით კითხვები კიდევ რჩება. იუმორით გეტყვით, რომ ზოგიერთ კონგრესმენს ისეთი რწმუნება აქვს დღესაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს, მინიმუმ 90%-ით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მოიგებს. ამერიკაში ჩემი ვიზიტი აუცილებელია და ასეც მოხდება,“ - განაცხადა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გაზეთ „P.S.“-ის მიერ საგარეო პოლიტიკის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად.

„მე თვითონ ვთქვი უარი ვიზიტზე,  არ მქონდა სურვილი, რომ იმ არეულ სიტუაციაში - იმ უამრავი შეკითხვის ფონზე ჩავსულიყავი იქ თავის მართლებით. მე მინდა, ჩავიდე წელში გამართული და ვაჩვენო, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ძალიან კარგი გუნდი, ძალიან კარგი ხელწერა გვაქვს და ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი პარტნიორი ამერიკელებისათვის,“ - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ამერიკა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენთვის  სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ, ამავდროულად, რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობებს; ნატო-შიც შევალთ და, ამავდროულად, ევროკავშირის წევრიც გავხდებით.

პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობების შეფასებისას  განაცხადა,  რომ  დაიწყო  სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების ეტაპი, ოპონენტებს კი ეს აღიზიანებს. მისივე თქმით, რასაც  ხელოვნურად ბლოკავდნენ, ბუნებრივად  ვითარდება და არ სიამოვნებთ, ამიტომ ამას ეწინააღმდეგებიან.

„თუმცა  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან  ვერ მოხდება ხუთ წუთში. გარწმუნებთ, რომ ვერაფერი ვერ დაუდგება წინ იმას, რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ.

თუმცა, ტერმინი „ოკუპაცია“ არის აბსოლუტურად ობიექტური. რაც არის რეალობა, იმას ვამბობთ ჩვენც. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ. ჩემი აზრით, მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს, რუსეთისთვისაც მიუღებელია. მე კრემლის ჩინოვნიკებთან იატაკქვეშა ურთიერთობები არ გამაჩნია, თუმცა ანალიზის საფუძველზე მინდა ვთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა რუსეთის საგარეო და საშინაო მდგომარეობის უსაფრთხოებისთვის დადებითი არ არის. ხვალ სურვილიც რომ გაუჩნდეს რუსეთის მთავრობას, რომ ყველაფერი დააბრუნოს, პოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც ეს დიდ დროს მოითხოვს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია