დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორად ხატია ვედმედევა ბრუნდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/05 13:54:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორის ხატია ვედმედევას  სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ვედმედევა აღნიშნავს, სასამართლომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის ბრძანება გათავისუფლების შესახებ მართებულად არ ჩათვალა.

ვედმედევა, ასევე აღნიშნავს, რომ აპირებს ძველ თანამდებობას დაუბრუნდეს, რომელსაც ამ დროისთვის თორნიკე მარჯანიშვილი იკავებს.

 

შეგახსენებთ, რომ ოპერის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის დავა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რის მიზეზადაც ვედმედევას მიერ თეატრის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა სახელდებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია