დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში გამგებლებს უკანონოდ ათავისუფლებენ?
2013/03/01 15:37:20

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს „მრგავლი მაგიდის“ ფარგლებში მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, სადაც გამგებლების და მერების არჩევის წესზე ისაუბრეს, კერძოდ იმაზე. თუ რას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და რამდენად სამართლებრივად სრულდება აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგლამენტი. ასევე საუბარი შეეხო ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ადგილობრივ თვითმმართველობებში ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების გარეშე დანიშვნას. როგორც საია-ში აცხადებენ, იმერეთის მასშტაბით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების გამგებლების უკანონოდ გათავისუფლების არაერთი მაგალითი არსებობს. ამ ეტაპზე საია-ს ადვოკატი ხონის საკრებულოს გათავისუფლებული თავმჯდომარის ინტერესებს იცავს.

რაც შეეხება  სტატისტიკას აღნიშნულ საკითხზე, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია