დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძე: "ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/31 00:33:42

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პირველად მონაცემებს აცხადებს: 


კიდევ ერთხელ გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.

 

ამჟამად უკვე დათვლილია უბნების უდიდესი ნაწილი და შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, გარდა ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები და სადაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით მრეწველების კანდიდატს.

 

ჩვენ გვინდა დიდი მადლობა განვუცხადოთ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ გამარჯვებას. იმ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია