დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა
2013/02/25 15:24:09

ფასების მატება ყველა კატეგორიის საწვავს შეეხო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 5 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავრობის მუშაობის 100 დღე შეაჯამა და განაცხადა, რომ საქართველოში ფასების შემცირება დაიწყო და საწვავზე ფასი 10 %-ით შემცირდა. თუმცა, 8 თებერვალს ბენზინგასამართ სადგურში მისულ მომხმარებელს კვლავ მომატებული ფასები დახვდა. „ლუკოილის“ ქსელში  „ევროსუპერის“ ღირებულებამ 2.17 ლარიდან 2.22 ლარამდე მოიმატა. ფასის 5-თეთრიანი მატება დაფიქსირდა „ევროდიზელზეც“.

ნავთობკომპანიები საწვავზე ფასების ზრდის მიზეზად ევროპულ ბაზარზე  ფასების 15%-იან მომატებას ასახელებენ. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ კი აცხადებენ, რომ  საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას არ შეიძლება საქართველოზე გავლენა არ მოეხდინა, ვინაიდან წლის დასაწყისში ერთი ბარელი საწვავი 950 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 1040 დოლარს აღწევს.

თათია ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია